Thumbnail

ისევ უარყოფითი ბალანსი - ტოჩინოშინმა ბოლო ბრძოლა წააგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ტოჩინოშინმა აკი ბაშოზე მე-15 ბრძოლა გამართა
  • ქართველი სუმოისტი ტაკარაფუჯისთან დამარცხდა

შემოდგომის სუპერტურნირი აკი ბაშო დასასრულდა. ტურნირის მე-15 დღეს ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი), რომელიც მე-12 მაეგაშირაა, ტაკარაფუჯის დაუპირისპირდა და დამარცხდა.

ლევანმა ბრძოლა იორიკირის ილეთით დათმო და ტურნირზე უარყოფითი ბალანსი დააფიქსირა. ქართველი სუმოისტის ბალანსი აკი ბაშოზე 7 მოგება და 8 მარცხია, რაც იმას ნიშნავს, რომ ტოჩინოშინი რეიტინგში ისევ დაქვეითდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები