Thumbnail

ვოლკანოვსკი ორტეგას გილიოტინას გადაურჩა და ტიტულის დაცვა შეძლო

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 'ალექსანდრე დიდმა' ტიტულის დაცვა შეძლო
  • ორტეგამ ტიტულისთვის მეორე ბრძოლა დათმო

ალექნდრ ვოლკანოვსკიმ დღეს 5 რაუნდიან ბრძოლაში ბრაიან ორტეგა დაამარცხა და ტიტულის დაცვა მეორედ შეძლო. მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ მოგებული ქამრი, ახალმა ზელანდიელმა ჯერ ისევ ჰოლოუეის წინააღმდეგ დაიცვა, ხოლო დღეს ორტეგას მოგერიებაც შეძლო.

32 წლის ვოლკანოვსკიმ, პირველი ორი რაუნდი სრული უპირატესობით წარმართა, თუმცა მესამეში ინიციატივის ხელში აღება ბრაიან ორტეგამ შეძლო და ორჯერ მახრჩობელა ილეთიც ცადა. ყველაზე ახლოს წარმატებასთან პირველი ცდისას იყო, მაგრამ ვოლკანოვსკიმ წნეხს გაუძლო.

"მეც ჩვეულებრივი მოკვდავი ვარ, სულ ამას ვამბობ. მხოლოდ მძიმე შრომას მოაქვს წარმატება და ამის გაკეთება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია..." - ამბობდა ბრძოლის შემდეგ ვოლკანოვსკი, რომელმაც ზედიზედ მე-20 ბრძოლა მოიგო.

"ძალიან ვეცადე, პირველი გილიოტინის დროს ხელიც კარგად მედო, ძალაც დავატანე მაგრამ მან მაინც გაუძლო, ჩემპიონიც ალბათ ამის გამოა..." - განაცხადა ბრაიან ორტეგამ, რომელმაც ქამრისთვის კარიერაში მეორედ იჩხუბა.

კომენტარები

ბოლო ამბები