Thumbnail

'თუ ვკვდები, ბრძოლა მაშინ გააჩერე' - რა უთხრა დვალიშვილმა მსაჯს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მეშვიდე ბრძოლა მოიგო
  • ქართველმა მებრძოლმა ოქტაგონზე ემოციური კომენტარი გააკეთა

UFC 266-ზე ბევრი საინტერესო რამ მოხდა, მაგრამ მთავარი მაინც ქართველი ქომაგისთვის მერაბ დვალიშვილის გამარჯვება იყო. მერაბი პირველ რაუნდში რთულ მდგომარეობაში იყო, ბრაზილიელ მორაეშს მისი ნოკაუტში გაშვებაც შეეძლო, თუმცა ქართველმა ბრძოლაში დაბრუნება მოახერხა და UFC-ში ზედიზედ მე-7 მოგება იზეიმა.

 

დვალიშვილმა პირველი კომენტარი ოქტაგონზევე გააკეთა და აღნიშნა, რომ მსაჯს მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გაეჩერებინა შეხვედრა, თუ სიკვდილთან ახლოს იქნებოდა, დანარჩენს ყველაფერს გაუძლებდა.

"საუკეთესოებთან ერთად ვვარჯიშობ, მე ძლიერი ვარ და ერთ-ერთი მიზეზი აქ ყოფნის სწორედ ესაა. 7 წელია ვიბრძვი. ბედნიერი ვარ, ყველას სტკივა, ვინც აქ ჩხუბობს. ბრმა დარტყმა მივიღე, მაგრამ მებრძოლი ვარ. მსაჯს ვუთხარი, ბრძოლა მხოლოდ მაშინ გააჩერე, თუ ვკვდები. შეხვედრა ადრე არ გააჩერო - ეს არაფერი არ იყო.

შეხვედრის გეგმა არ მქონდა, მე უბრალოდ ვმუშაობ და ვვარჯიშობ ჩემს გუნდთან ერთად. ხალხო, შეგიძლიათ მითხრათ, ვისთან ვიჩხუბო მომდევნო შეხვედრაში. UFC-ში იციან, რომ მე მზად ვარ და შეუძლიათ ნებისმიერ დროს დამირეკონ. 4 წლის წინ UFC-ში მოხვედრაზე ვერც ვიოცნებებდი, ახლა აქ ვარ. ახლა მე ლას ვეგასში ვარ, ჩემი ბრძოლა მოვიგე, უბრალოდ ბედნიერი ვარ. დიდი მადლობა, იმუშავეთ თქვენი ოცნებებისთვის და ყველაფერი შესაძლებელი იქნება. თქვენ უნდა გქონდეთ მიზანი და ყველაფერს მიაღწევთ", - განაცხადა დვალიშვილმა მოგების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ ქართველ სპორტსმენს UFC-ში ტაირონ ვეარი, ბრედ კანტონა, კეისი კენი, გუსტავო ლოპესი, ჯონ დოდსონი და კოდი სტამანი და მარლონ მორაეში ჰყავს დამარცხებული.

კომენტარები

ბოლო ამბები