Thumbnail

'კულეს, მე მზად ვარ' - ბარსელონამ ანსუ ფატის დაბრუნება დააანონსა

ბარსელონამ თავდამსხმელის, ანსუ ფატის დაბრუნება დააანონსა, რომელიც ტრავმის გამო გუნდს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვერ ეხმარებოდა. როგორც ჩანს, 18 წლის ფეხბურთელმა აღდგენის პროცესი დაასრულა და მწყობრშია. 

კატალონიური კლუბის პრესსამსახურმა პოზიტიური ინფორმაცია სოციალურ ქსელში, ვიდეორგოლის სახით გაარცელა, რომელშიც თავდამსხმელი გულშემატკივარს მიმართავს სიტყვებით: "კულეს, მე მზად ვარ". 

ბოლოჯერ ფატი მოედანზე გასული წლის 7 ნოემბერს, ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში ბეტისთან გავიდა და მუხლის ტრავმა მიიღო. თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ მისი დაბრუნება 4 თვეში იქნებოდა შესაძლებელი, თუმცა რეაბილიტაციის პერიოდი უფრო ხანგრძლივი აღმოჩნდა. ანსუ ფატიმ საკლუბო სეზონის დარჩენილი ნაწილიც გამოტოვა და ვეღარც ესპანეთის ნაკრებთან ერთად ევრო 2020-ზე მოხვდა. ლა ლიგის გასულ სეზონში მან სულ 7 მატჩში ითამაშა, რომლებშიც 4 გოლით და 1 საგოლე პასით გამოირჩა. 

რონალდ კუმანის გუნდი უახლოეს შეხვედრას 26 სექტემბერს ჩაატარებს. ბარსელონა, რომელსაც 9 ქულით ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილი უკავია, მე-7 ტურის შეხვედრაში საკუთარ მოედანზე ლევანტეს მიიღებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები