Thumbnail
  • გიორგი მამარდაშვილის შესახებ ესპანური გამოცემა MARCA წერს
  • 20 წლის მეკარემ შეცდომებზე უნდა ისწავლოს, რომ განვითარდეს

ვალენსიას ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ ცნობილმა გამოცემა "მარკამ" მორიგი სტატია გამოაქვეყნა, რომელსაც საინტერესო სათაური აქვს - "დადებითი კრიზისი".

მადრიდული გამოცემა წერს, რომ 2 თვის წინ 20 წლის პერსპექტიული ქართველი მეკარე ვერც წარმოიდგენდა დღევანდელ სიტუაციას და ამიტომ, შეცდომები, რომელიც დაუშვა, მან სასწავლებლად უნდა გამოიყენოს.

MARCA: "მისმა ბოლო თამაშებმა ეჭვქვეშ დააყენა ატლეტიკთან მეკარის პოზიციაზე მისი ყოფნა, მაგრამ თავად მეკარე კარგად აღიქვამს სიტუაციას, რადგან სულ რაღაც 2 თვის წინ ვერც წარმოიდგენდა, აქ თუ იქნებოდა. ვალენსიაში მეკარის პოზიციაზე დღეისთვის ასეთი სიტუაციაა. გიორგი მამარდაშვილი ჩუმად მოვიდა და მეკარის პოზიციაზე ძირითადის წევრი გახდა. ფაქტია, რომ ბოლო თამაშებში შეცდომები გამოჩნდა, რომელიც დასრულდა "სანჩეს პისხუანზე" სამწუხარო დღით.

20 წლის მეკარე ძლიერად შემოიჭრა გუნდში, მაგრამ რამდენიმე ინციდენტი გადახდა, რამაც ეს პროცესი ეჭვქვეშ დააყენა და კარს უხსნის სილესენს. ახლა, პატარა ასაკში, ფეხბურთის სამყაროში და მითუმეტეს, ასეთ მომთხოვნი და კონკურენტუნარიანი ლიგის პირობებში, მეკარე ცდილობს ყველაფერი პოზიტიურად აქციოს. მართალია, იყო ტექნიკური ჩავარდნები, რომლებიც შეიძლება შეფასდეს, როგორც უხეში, მაგრამ ამას მშვიდად იღებს. ყველაფერი კარგად მიდის, იმის მიუხედავად, ითამაშებს თუ არა.

ეს არის ერთადერთი ფორმულა ამ დელიკატური მომენტის შესაცვლელად იმ მეკარისთვის, რომელმაც 20 წლის ასაკში და ისტორიულ კლუბში აჩვენა, რომ აქვს პოტენციალი ისეთ ლიგაში, რომელშიც ზეწოლა მაღალია. ქართველი მეკარე ზრდის პროცესშია. მან ახლახან დაიწყო პირველი ნაბიჯების გადადგმა და სწავლის პროცესში შეცდომების დაშვება შესაძლებელია, ეს ნორმალურია.

მართალია, ბოლო კვირების განმავლობაში ვრცელდებოდა ვარაუდი, რომ იასპერ სილესენი კვლავ დაბრუნდებოდა ძირითადში ტრავმისგან განკურნების შემდეგ, მაგრამ აქამდე მამარდაშვილი თამაშობდა და ცვლილების არანაირი მიზეზიც არსებობდა. თუმცა, ბოლო გოლებმა ყველაფერი შეცვალა. მან უნდა ისწავლოს, როგორ გაუმკლავდეს იმ ზეწოლას, რაც ამ ლიგაში არსებობს. ორი თვის წინ მამარდაშვილი დღევანდელ სიტუაციას ვერ წარმოიდგენდა. ამიტომ, ყველაფერი პოზიტიურადაა, შეცდომებიც იმისთვის ხდება, რომ ისწავლოს.

გიორგი მამარდაშვილს ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი. ის მხოლოდ 20 წლისაა და პერსპექტიული კარიერა აქვს. ამიტომ, პროგრესისთვის გრძელი გზაა გასავლელი. მიუხედავად მისი სიმაღლისა და შესანიშნავი რეფლექსებისა, რომლებიც თანამედროვე ფეხბურთში ძალიან ფასეულია, მას სჭირდება ტექნიკური ნიუანსების ათვისება, როგორებიცაა, მაგალითად, ბურთის ბლოკირება და დაჭერა".

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ექვსივე თამაში ჩაატარა და 7 გოლი გაუშვა. 20 წლის ქართველი მეკარისთვის წარუმატებელი სევილიასთან ბოლო შეხვედრა გამოდგა (1:3). მომავალ მატჩში "მარკას" სავარაუდო თერთმეტეულში იასპერ სილესენი ფიგურირებს. ვალენსიას ამ დროისთვის 10 ქულა აქვს მოპოვებული და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები