Thumbnail

როგორც მოსალოდნელი იყო, გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის მე-7 ტურის მატჩში ვალენსიას კარს აღარ დაიცავს. "ღამურების" მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა 20 წლის ქართველ მეკარეს ნდობა ბილბოასთან საშინაო შეხვედრაში აღარ გამოუცხადა და მის ნაცვლად სასტარტო 11-ეულში 32 წლის ნიდერლანდელი იასპერ სილესენი გამოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ქართველმა მეკარემ, რომელიც ვალენსიას დინამო თბილისიდან 1-წლიანი იჯარით შეუერთდა და თავდაპირველი გეგმით, მეორე გუნდში უნდა ეთამაშა, სეზონისწინა სპარინგებში თავი ისე კარგად წარმოაჩინა, რომ მწრთნელის ნდობა დაიმსახურა და ლა ლიგის სასტარტო ტურებში გუნდის ძირითადი მეკარე გახდა.

სეზონის წინ იასპერი ვერც იფიქრებდა, რომ კონკურენცია 20 წლის მეკარესთან მოუწევდა

გიორგიმ ვალენსიას კარი ლა ლიგის ზედიზედ 6 შეხვედრაში დაიცვა, მაგრამ ბოლო ორ მატჩში - რეალსა (1:2) და სევილიასთან (1:3), შეცდომები დაუშვა, რაც მის გუნდს გაშვებულ გოლებად და წაგებებად დაუჯდა. მედიაში მაშინვე გამოითქვა ვარაუდი, რომ ბორდალასი ბილბაოსთან გუნდის გამოცდილ მეკარეს, იასპერ სილესენს დააყენებდა. 

ვალენსიას გასულ 6 ტურში 10 ქულა აქვს მოპოვებული და ბილბაოსთან თამაშს სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციით ხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები