Thumbnail
  • კარლო ანჩელოტის გუნდის დაცვის ხაზის გაძლიერება სურს
  • მადრიდელები ლივერპულის ფეხბურთელით ინტერესდებიან
  • კლოპი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს ხელშეუხებელს უწოდებს

მადრიდის რეალი მარჯვენა მცველს ეძებს. გუნდში დაბრუნების შემდეგ, კარლო ანჩელოტის რამდენიმე პოზიციის გაძლიერება სურს. იტალიელი სპეციალისტის ერთ-ერთი საზრუნავი კი დაცვის ხაზია.

მიუხედავად იმისა, რომ "სამეფო კლუბს" მარჯვენა მცველის პოზიციაზე დანი კარვახალი ჰყავს, რეალი მაინც დაინტერესებულია ამ ადგილზე ახალი ფეხბურთელის დამატებით და საკითხზე მუშაობა უკვე დაიწყო.

დანი კარვახალი ბოლო რამდენიმე სეზონია ხშირად ტრავმიანობს და კლუბს ვერ ეხმარება. ესპანელი ამ მომენტშიც ტრავმირებულია და სავარაუდოდ ის კარლო ანჩელოტის განკარგულებაში ოქტომბრის შუა რიცხვებამდე ვერ იქნება.

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის რეალი ლივერპულის მარჯვენა მცველით ტრენტ ალექსანდერ-არნოლდით დაინტერესდა. მადრიდელებს ინგლისელის შეძენა 2022 წლის ზაფხულში სურთ.

იურგენ კლოპი ტრენტს კლუბის ერთ-ერთ საკვანძო ფეხბურთელად განიხილავს და მას ხელშეუხებელს უწოდებს, თუმცა პრესაში გავრცელებული ცნობებით, არ არის გამორიცხული, 22 წლის მოთამაშემ კლუბი დატოვოს.

ტრენტმა "მერსისაიდულ" კლუბთან ახალი კონტრაქტი გასულ ზაფხულს გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით, ახალგაზრდა ინგლისელი "ენფილდზე" 2025 წლის ზაფხულამდე უნდა დარჩეს.   

კომენტარები

ბოლო ამბები