Thumbnail
  • ბარსელონამ ქაისერიდან 17 წლის ფეხბურთელი დაიმატა
  • კლუბის ვებგვერდი წერს, რომ დემირი შოთა არველაძემ აღმოაჩინა 

ბარსელონამ ქაისერიდან 17 წლის თურქი ფეხბურთელი დაიმატა, რომელიც კატალონიური გრანდის მეორე გუნდში ითამაშებს. ემრე დემირი მერსინში დაიბადა და ადგილობრივ კლუბში თამაშობდა, რის შემდეგაც კარიერა ქაისერისპორში გააგრძელა.

ბარსელონას ვებგვერდმა დემირზე 10 საინტერესო ფაქტი გამოაქვეყნა. სტატიაში ვკითხულობთ, რომ ემრე დემირი ცნობილმა ქართველმა ფეხბურთელმა შოთა არველაძემ იუთუბის ვიდეოში აღმოაჩინა, როცა ქაისერის მთავარი მწვრთნელი იყო.

ემრე ყველაზე ახალგაზრდა თურქი შემტევია, რომელმაც სუპერლიგაში გოლის გატანა მოახერხა. მან გენჩლერთან შეხვედრაში 15 წლისა და 9 თვის ასაკში შეძლო თავის გამოჩენა, რითაც ენეს იუნალის რეკორდი მოხსნა. რუშთუ რექბერისა და არდა თურანის შემდეგ, ემრე მესამე თურქი ფეხბურთელია, რომელიც ბარსელონას ღირსებას დაიცავს.

"He was discovered in a Youtube video by Shota Arveladze, the former manager of Kayserispor. The famous Georgian forward...

Posted by Shota Arveladze on Friday, September 24, 2021

კომენტარები

ბოლო ამბები