Thumbnail

LOL | Rogue სიკვდილის ჯგუფში - მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრის შედეგები

ვასილ ჩავლეშვილი პროფილის ფოტო
ვასილ ჩავლეშვილი
  • გუნდი Rogue სიკვდილის ჯგუფში მოხვდა
  • მსოფლიოს ჩემპიონატს ისლანდია უმასპინძლებს

League of Legends-ში მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა. წლის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი წელს ისლანდიაში ჩატარდება.

მსოფლიოს ჩემპიონატი თავიდან ჩინეთში იყო დაგეგმილი, მაგრამ კოვიდრეგულაციების გამო მასპინძელი შეიცვალა. 2017 წელს ჩინეთმა უკვე უმასპინძლა მსოფლიოს ჩემპიონატს, რომელიც კორეული გუნდის, Samsung Galaxy-ის გამარჯვებით დასრულდა. ახლა ტურნირის მთავარ ფავორიტებად ორი ჩინური ორგანიზცია, FunPlus Phoenix და EDward Gaming მოიაზრებიან. გულშემატკივართა აზრით, წელს ყველაზე კარგ ფორმაში სწორედ ეს ორი გუნდია.

ყველაზე მეტად არ გაუმართლა Rogue-ს ხუთეულს. ისინი სიკვდილის ჯგუფში მოხვდნენ და მათ წინააღმდეგ ორი გიგანტური გუნდი - FunPlus Phoenix და DWG KIA ითამაშებს.

Play In 5-დან 9 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება, რათა საუკეთესო 16 გუნდის ვინაობა გამოვლინდეს, ხოლო 11 ოქტომბრიდან ჯგუფური ეტაპი დაიწყება. ტურნირი Round-Robin - Single Elimination-ის ფორმატით ჩატარდება. მსოფლიოს ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 2 მილიონ 225 ათას დოლარს შეადგენს, რომელიც შესაძლოა, ტურნირის მსვლელობისას კიდევ უფრო გაიზარდოს.

ჯგუფური ეტაპის წილისყრის შედეგები

A ჯგუფი: DWG KIA, FunPlus Phoenix, Rogue, Play-In

B ჯგუფი: EDward Gaming, 100 Thieves, T1, Play-In

C ჯგუფი: PSG Talon, Fnatic, Royal Never Give Up, Play-In

D ჯგუფი: MAD Lions, Gen.G, Team Liquid, Play-In

კომენტარები

ბოლო ამბები