Thumbnail
  • ტენერიფე 87:82 უნიკახა
  • ქართველმა კალათბურთელმა ამჯერადაც მაგრად ითამაშა

გიორგი შერმადინის ლენოვო ტენერიფემ ესპანეთის ლიგა ენდესას პირველ ტურში ახალწვეულ რიო ბრეოგანთან წააგო, მეორეში კი მალაგას უნიკახას უმასპინძლა და ქართველი ცენტრის დიდი დახმარებით 87:82 სძლია.

შერმადინი ყოფილ გუნდთან (2017-19 წლებში თამაშობდა) სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 28:50 წუთში 19 ქულა, 6 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 10-დან 7 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 7-ჯერ დაჯარიმდნენ.

შერმადინისა და უერტასის დუეტი ტრადიციულად სარგებლიანი იყო

ქართველი კალათბურთელის სარგებლიანობის კოეფიციენტი 22-ს გაუტოლდა და ის მატჩის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდებოდა, რომ არა ურუგვაელი ბრუნო ფიტიპალდოს საოცარი გარჯა. სამხრეთამერიკელმა 3-დან 1 ორქულიანი, 7-დან 5 სამქულიანი და 15-დან 14 საჯარიმო გამოიყენა და 31 ქულა მოაგროვა.

ლენოვო ტენერიფე თითო მოგება-წაგებით მე-10 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 25 სექტემბერს, ისევ შინ, ბილბაო ბასკეტთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები