Thumbnail

'უტვინო ფეხბურთელია' - ბალოტელიმ შეურაცხყოფას 8 წლის შემდეგ უპასუხა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • სერგენ იალჩინმა მარიო ბალოტელის 2013 წელს უტვინო ფეხბურთელი უწოდა
  • იტალიელმა თურქ სპეციალისტს პასუხი 8 წლის შემდეგ გასცა

თურქეთის სუპერლიგის მე-6 ტურში ბეშიქთაშმა ადანა დემპირსპორს ვერ მოუგო, მატჩი ფრედ, 3:3 დასრულდა. ბეშიქთაში 3:0-ს იგებდა, თუმცა ვინჩენცო მონტელას ადანამ მატიას ვარგასის, მარიო ბალოტელისა და ბრიტ ასომბალონგას გოლებით გაათანაბრა.

ბალოტელიმ ბეშიქთაშს შორეული დარტყმით, ბრწყინვალე გოლი გაუტანა. იტალიელმა შემტევმა გოლის შემდეგ ბეშიქთაშის სათადარიგო სკამთან მიირბინა და ორივე ხელი თავზე მიიდო, რითიც მასპინძელთა მწვრთნელს სერგენ იალჩინს 2013 წელს გაკეთებული კომენტარი გაახსენა.

საქმე ისაა, რომ იალჩინმა 2013 წელს, მანჩესტერ სიტისა და ლოს ანჯელეს გელექსის მატჩის განხილვის დროს, ბალოტელის გაფუჭებული მომენტი ნახა და იტალიელს უტვინო მოთამაშე უწოდა. მარიომ კი თურქი მწვრთნელის კომენტარს პასუხი ახლა, ასეთი ჟესტით გასცა.

ბეშიქთაში 6 ტურის შემდეგ თურქეთის სუპერლიგას 14 ქულით ლიდერობს. ადანას 6 ქულა აქვს და მე-12 ადგილზეა. ბალოტელის ადანას მაისურით ორი გოლი აქვს გატანილი. იტალიელმა თავი რიზესპორთან ჩატარებულ მატჩშიც გამოიჩინა.

კომენტარები

ბოლო ამბები