Thumbnail

ინგლისური მანჩესტერ იუნაიტედის პორტუგალიელი ნახევარმცველი კრიშტიანო რონალდო 2021-22 წლების სეზონში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების სიაში პირველ ადგილზე მოხვდა. შესაბამისი კლასიფიკაცია Forbes-მა შეადგინა.

რონალდოს შემოსავალმა (გადასახადების ჩათვლით) 125 მილიონი დოლარი შეადგინა, საიდანაც 70 მილიონი ხელფასია, 55 მილიონი კი – სარეკლამო კონტრაქტებზე მოდის.

რონალდოს შემდეგ სიაში ფრანგული პსჟ-ს სამი ვარსკვლავია. ლიონელ მესი 110 მილიონს გამოიმუშავებს (75+35), მას კი ნეიმარი (95, 75+20) და კილიან მბაპე (43, 28+15) უდგანან კვალში.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები. TOP 10

1. კრიშტიანო რონალდო (მანჩესტერი) – 125 მილიონი
2. ლიონელ მესი (პსჟ) – 100
3. ნეიმარი (პსჟ) – 95
4. კილიან მბაპე (პსჟ) – 43
5. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 41
6. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი) – 35
7. ანდრეს ინიესტა (ვისელ კობე) – 35
8. პოლ პოგბა (მანჩესტერი) – 34
9. გარეთ ბეილი (ტოტენჰემი) – 32
10. ედენ აზარი (რეალი) – 29

კომენტარები

ბოლო ამბები