Thumbnail

'სიმშვიდე შეინარჩუნეთ და გვიქომაგეთ' - ლაპორტას მოწოდება ბარსას ფანებს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ჟოან ლაპორტამ ფანებს მიმართა და მხარდაჭერისკენ მოუწოდა
  • ბარსელონას პრეზიდენტმა პრობლემების გადაჭრის პირობა დადო

ბარსელონამ სეზონი კარგად ვერ დაიწყო და გულშემატკივრები უკმაყოფილებას არ მალავენ. ამიტომაც, "ბლაუგრანას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ფანების მისამართით სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა.

ლაპორტას თქმით, ფანებმა სიმშვიდე უნდა შეინარჩუნონ და კლუბის მხარდაჭერა გააგრძელონ, რადგან მათ იციან, როგორ მოაგვარონ ყველა პრობლემა.

ჟოან ლაპორტა: "გთხოვთ, რომ ჩვენი გუნდის გულშემატკივრობა გააგრძელოთ. ფეხბურთელებს სჭირდებით და ძალიან მადლობელი ვართ თქვენი. იცით, რომ რთული პერიოდის გავლა გვიწევს და ამ რთულ მომენტებში ჩვენს გვერდით უნდა იყოთ. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ჩვენი გუნდი კადისთან გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებს. რაც უნდა მოხდეს, გააგრძელეთ გუნდის ქომაგობა ლევანტესთან მომდევნო საშინაო მატჩშიც - გუნდს ეს ჭირდება. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ, ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ და ყველა პრობლემას მოვაგვარებთ".

შეგახსენებთ, რომ ბარსელონამ ლა ლიგაში ჩატარებული 4 მატჩიდან 2 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და ამგვარად, 8 ქულა მოიპოვა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში შინ მიუნხენის ბაიერნთან ანგარიშით 0:3 წააგო.

კომენტარები

ბოლო ამბები