Thumbnail

იოლი გამარჯვება - კალაშნიკოვა Ostrava Open-ის მეოთხედფინალშია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ოქსანა კალაშნიკოვა ჩეხეთში WTA-ის ტურნირის 1/4 ფინალში ითამაშებს
  • ქართველმა ჩოგბურთელმა ძალები ერთეულებშიც მოსინჯა

ოქსანა კალაშნიკოვა (85 წყვილებში) WTA-ის ტურნირ J&T Banka Ostrava Open 2021-ზე მონაწილეობს, სადაც წყვილთა თანრიგის მეოთხედფინალშია. 1/8 ფინალში ოქსანამ და მისმა მეწყვილე მიუ კატომ (იაპონია. 75) იოლად დაამარცხეს გერმანელი იულია ლოჰოფისა და რუსი ალექსანდრა პანოვას დუეტი - 6:1, 6:2. მომდევნო მეტოქე ჯერ ცნობილი არაა - შესაძლოა, ეს იყოს მე-4 ნომრად განთესილი იაპონური დუეტი (ჰოზუმი, ნინომია). 

ოქსანამ ჩეხეთში ერთეულთა თანრიგშიც იასპარეზა, რაც ბოლო წლებში ძალზე იშვიათია - საკვალიფიკაციო ბადეში ის მე-6 ნომრად განთესილ ფიონა ფეროსთან (საფრანგეთი, 85) დამარცხდა - 6:3, 6:7 (3:7), 1:6.

31 წლის ქართველი ჩოგბურთელი ერთეულებში ურეიტინგოა. წყვილებში კი WTA-ის 4 ტიტული აქვს მოპოვებული და ერთხელ რეიტინგის მოწინევე 50-ეულშიც ირიცხებოდა - 2016 წელს 43-ე ჩოგანი იყო.   

კომენტარები

ბოლო ამბები