Thumbnail

NBA-ის 2021/22 წლების სეზონის დაწყებამდე ერთი თვით ადრე ინდიანა პეისერსმა ვარჯიში დაიწყო. სასიხარულოა, რომ კემპზე დროულად გამოცხადდა ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე, რომელსაც პირადი პრობლემების გამო, საზაფხულო ლიგა მთლიანად გაუცდა (ზედიზედ მესამედ კარიერაში). 

"ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი, რაც აქამდე ვნახეთ კემპზე არის გოგა ბითაძის დაბრუნება. ის დაბრუნდა გუნდში, მას მერე, რაც პირადი პრობლემების გამო სამშობლოში იმყოფებოდა, რომელთა გამო საზაფხულო ლიგის გამოტოვება მოუწია", წერს 8points9seconds.com.

აღსანიშნავია, რომ ინდიანამ სხვა გუნდებზე ადრე დაიწყო ახალი სეზონისთვის მზადება, ამაზე გუნდის ლიდერები ჯერ კიდევ ბოლო სეზონის დასრულებისას შეთანხმდნენ. 

შეგახსენებთ, რომ 22 წლის გოგა ბითაძისთვის სეზონის პირველი მატჩი NBA-ში საიუბილეო, მე-100 იქნება. გოგა საშუალოდ 5.1 ქულას და 3.3 მოხსნას აგროვებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები