- აფიონი 64:60 ბაჰჩეშეჰირი
- მაიკლ დიქსონმა 27 ქულა ჩააგდო
თურქეთის რანგით მეორე, TBL ლიგის პლეი ოფის ფინალის პირველ მატჩში მაიკლ დიქსონის ბაჰჩეშეჰირი ჯეიკობ პულენის აფიონ ბელადიესთან სტუმრად 60:64 დამარცხდა.
თუმცა საქართველოს ნაკრების ახლანდელი და ყოფილი გამთამაშებლების დუელი დიქსონმა მოიგო, რომელმაც მატჩში ყველაზე მეტი, 27 ქულა ჩააგდო. მის ანგარიშზეა 5 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა.
ჯეიკობ პულენმა, რომელიც ბევრს ლატვიის ნაკრებთან ბოლო წამზე ჩაგდებული სამქულიანით ახსოვს, 11 ქულა, 4 პასი და 3 მოხსნა მიითვალა.
27 მაისს ამ გუნდების კიდევ ერთი შეხვედრა აფიონის მოედანზე გაიმართება.
მაიკლ დიქსონი: "დღეს ძალიან რთული მატჩი იყო, ჩვენ ვერ მოვიგეთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სერიაში გამარჯვება მაინც ჩვენ დაგვრჩება".
კომენტარები