Thumbnail
  • მინო რაიოლამ ფიფა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა
  • მან კომენტარი ჯიჯო დონარუმასა და პოლ პოგბაზეც გააკეთა

ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა მინო რაიოლამ ფიფა გააკრიტიკა. ის ზოგადად გამოირჩევა ფიფას მიმართ კრიტიკული განცხადებებით და მედიის წინაშე ამჯერადაც პირდაპირ ილაპარაკა. რაიოლა ფიქრობს, რომ ეს ორგანიზაცია მხოლოდ დაპირისპირებას იწვევს და უნდა შეიცვალოს.

"ფიფას სჯერა, რომ ფეხბურთის პატრონია და უნდა, რომ მუნდიალი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ჩაატაროს. რეალურად, ფიფა არცერთი ფეხბურთელის მფლობელი არ არის, ეს არის ორგანიზაცია, რომელიც მხოლოდ დაპირისპირებას იწვევს და მთლიანად უნდა შეიცვალოს, - მიაჩნია რაიოლას, - აგენტები ფეხბურთისთვის ცუდი არ არის, როგორც ამას ზოგიერთები წარმოაჩენს. თუ როლს როისს იყიდი და არ მუშაობს, პრობლემა მძღოლში ხომ არ იქნება? თუ კლუბების ხელმძღვანელებმა არ იციან კლუბების მართვა, პრობლემა ჩვენში, აგენტებში არაა."

მინომ კომენტარი თავისი კლიენტების, ჯანლუიჯი დონარუმასა და პოლ პოგბას შესახებაც გააკეთა. იტალიელი მეკარე პსჟ-ში ჯერჯერობით ძირითად შემადგენლობაში არ თამაშობს, ხოლო პოგბას მანჩესტერთან ივნისში ეწურება.

"დონარუმას არავისთვის უღალატია. მას 4 წლის წინაც შეეძლო წასვლა, მაგრამ ეს არ გააკეთა. ვფიქრობ, რომ იუვენტუსი ინანებს და ახლაც ნანობს, რომ ის არ დაიმატა და არა მარტო იუვენტუსი. ჯიჯოსა და ნავასს შორის არანაირი კონკურენცია არაა, ჯიჯო ითამაშებს. პოგბას კონტრაქტი მომდევნო წელს იწურება. მანჩესტერთან ვისაუბრებთ და ვნახოთ რა მოხდება. დარწმუნებული ვარ, მისი გულის ნაწილი ტურინში დარჩა და არსებობს შანსი, იუვენტუსში დაბრუნდეს, მაგრამ ეს იუვეზეც არის დამოკიდებული", - დასძინა რაიოლამ.

კომენტარები

ბოლო ამბები