Thumbnail

ინგლისური ლივერპულისა და ინგლისის ნაკრების ყოფილმა მცველმა ჯეიმი კარაგერმა კრიშტიანო რონალდოს მანჩესტერ იუნაიტედში დაბრუნებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოლე გუნარ სულშერის გუნდისთვის ყველაფერი ერთმნიშვნელოვნად კარგად ვერ იქნება.

“გასაგებია, რომ რონალდოს ოლდ ტრაფორდზე დაბრუნებამ ფაქტობრივად საყოველთაო ეიფორია გამოიწვია, თუმცა, ის სულშერს იმდენივე პრობლემას მოუტანს, რამდენსაც – სარგებელს. ვთვლი, რომ კრიშტიანოს დამატებით პრემიერლიგამ გაცილებით მეტი შეიძინა, ვიდრე კონკრეტულად მანჩესტერ იუნაიტედმა. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ისაა, მიაახლოებს თუ არა რონალდო იუნაიტედს პრემიერლიგის ან ჩემპიონთა ლიგის მოგებასთან. საწყისი თამაშების მიხედვით ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი, მიუხედავად იმისა, რომ 5-დან 3 მატჩში იმარჯვეს. რონალდოს შეუძლია ინდივიდუალური ქმედებების ხარჯზე მანჩესტერელებს რომელიმე კონკრეტული მატჩი მოაგებინოს, თუმცა, საერთო ჯამში, გუნდს მასთან ერთად ტიტულის მოგება გაუჭირდება. ნამდვილად ვერ შემატებს იუნაიტედს იმას, რაც გუნდს ჯერ კიდევ აკლია”.

შეგახსენებთ, რომ 36 წლის კრიშტიანო რონალდო იუვენტუსიდან მანჩესტერ იუნაიტედში 28 მილიონი დოლარის სანაცვლოდ გადავიდა. მას 12-წლიანი პაუზის მერე, ხელახალი დებიუტი ნიუკასლთან ჰქონდა და დუბლი შეასრულა. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა გაიტანა ჩემპიონთა ლიგაშიც, სადაც მისმა გუნდმა შვეიცარიულ იანგ ბოისთან 1:2 წააგო.

კომენტარები

ბოლო ამბები