- მონპელიე 40:14 ლიონი
- ნარიაშვილმა და ქუბრიაშვილმა შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს
- მონპელიეს მეტოქე ფინალში - რასინგი V კასტრი
TOP 14-ის ნახევარფინალურ დაპირისპირებაში მონპელიემ ლიონს უმასპინძლა. ნახევარფინალამდე ლიონმა ტულონი დაამარცხა, ხოლო მონპელიე რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა და პირდაპირ ნახევარფინალში იყო გასული. მონპელიემ პირველი ტაიმი 23:9 მოიგო, მეორე ნახევარში მეტოქეს კიდევ ორჯერ დაუდეს ლელო და საბოლოოდ 40:14 მოიგეს შეხვედრა.

მიმდინარე გათამაშების რეკორდია.
მონპელიეს რიგებში ორმა ქართველმა ითამაშა - მიხეილ ნარიაშვილმა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, ხოლო დავით ქუბრიაშვილი მინდორზე 65-ე წუთზე გამოჩნდა. ნარიაშვილმა ბრწყინვალედ ითამაშა და 74-ე წუთზე შეცვალეს. ტრავმის გამო, კოტე მიქაუტაძემ მატჩი გამოტოვა. მონპელიეს მეტოქე ფინალში ვასილ კაკოვინის რასინგისა და კასტრის მატჩის გამარჯვებული იქნება.
მონპელიეს შანსი აქვს TOP 14-ის ჩემპიონის ტიტული პირველად მოიპოვოს. ისინი საფრანგეთის ჩემპიონები არასდროს ყოფილან.
კომენტარები