Thumbnail
  • ლეგენდარულ ლოთარ მათეუსს ჯამალ მუსიალას დიდი იმედი აქვს
  • 18 წლის ფეხბურთელი ამომავალი ვარსკვლავი და ბაიერნის მნიშვნელოვანი ფიგურაა

გერმანული ფეხბურთის ლეგენდა ლოთარ მათეუსი მიუნხენის ბაიერნისა და გერმანიის ნაკრების 18 წლის შემტევის, ჯამალ მუსიალას ტალანტით მოხიბლულია. როგორც ლოთარმა აღნიშნა, მას ყველა თვისება აქვს იმისთვის, რომ ნეიმარის დონის ფეხბურთელი გახდეს.

"მას შეუძლია, ფანტასტიკური შემტევი ნახევარმცველი გახდეს. ძალიან თავმდაბალია, უყვარს შრომა და მწვრთნელების მოსმენა. მუსიალა უკვე არის შესანიშნავი ფეხბურთელი და შეუძლია, ახალი ნეიმარი გახდეს", - თქვა მათეუსმა.

მუსიალა 18 წლის ასაკში ბაიერნის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია

შეგახსენებთ, რომ ჯამალ მუსიალა შტუტგარტში დაიბადა, მაგრამ 2011 წელს ლონდონის ჩელსის აკადემიაში გადავიდა, სადაც 2019 წლამდე ითამაშა, მერე კი მიუნხენის ბაიერნში აღმოჩნდა. 2020 წლამდე ჯამალი ინგლისის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობდა, მათ შორის, 21-წლამდელთა რიგებშიც, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი გერმანიაზე შეაჩერა, სადაც დებიუტი 2021 წელს ჰქონდა და უკვე მოასწრო 8 მატჩის ჩატარება. ბაიერნის მთავარ გუნდში მუსიალამ დღემდე 45 თამაში ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები