Thumbnail
  • საბურთალოში 26 წლის გერმანელი, სიმონ სეფერინგსი ითამაშებს
  • ის ბაიერნის აღზრდილია, ბოლოს ალემანიაში თამაშობდა

თბილისის საბურთალომ გერმანელი ფეხბურთელი სიმონ სეფერინგსი დაიმატა. ინფორმაცია ქართული კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა. სფერინგსმა საბურთალოსთან კონტრაქტი წლის ბოლომდე გააფორმა.

26 წლის ნახევარმცველი მიუნხენის ბაიერნის აკადემიის აღზრდილია, სადაც 2014 წლამდე ირიცხებოდა, ხოლო შემდეგ ჰაიმშტეტენში, მიუნხენ 1860-სა და გარხინგში თამაშობდა. სეფერინგზი ბოლოს აახენის ალემანიას ფეხბურთელი იყო, რომელთანაც კონტრაქტი დაუმთავრდა და 1 ივლისიდან თავისუფალი აგენტი გახდა.

სეფერინგსი 2017-2019 წლებში მიუნხენ 1860-ში თამაშობდა

"ტრანსფერმარკტი" სიმონ სეფერინგსს ახლა 75 000 ევროდ აფასებს. გერმანულ გამოცემაში ვკითხულობთ, რომ მისი ძირითადი პოზიცია ცენტრალური შემტევი ნახევარმცველია, თუმცა, საყრდენ ნახევარმცველად და თავდამსხმელადაც შეუძლია თამაში. სეფერინგსი სიმაღლეში 185 სანტიმეტრია. კარიერის 191 მატჩში 44 გოლი და 12 საგოლე პასი აქვს.

შეგახსენებთ, რომ საბურთალო საქართველოს ჩემპიონატში 23 ტურის შემდეგ 36 ქულით, ლოკომოტივთან ერთად, მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფს. დღეს, ხვიჩა შუბითიძის გუნდი 24-ე ტურის მატჩში თელავს უმასპინძლებს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

✍️ | 26 წლის გერმანელი ნახევარმცველი, საიმონ სეფერინგსი საბურთალოში ითამაშებს 🦅 🇩🇪 საიმონი მიუნხენის "ბაიერნის"...

Posted by FC Saburtalo on ხუთშაბათი, 16 სექტემბერი, 2021

კომენტარები

ბოლო ამბები