Thumbnail
  • ფიფას განახლებულ რეიტინგში საქართველოს ნაკრები 96-ე ადგილზეა
  • ვილი სანიოლის გუნდის წარუმატებელი შედეგები რეიტინგზეც აისახა

ფიფამ თავისი წევრი ქვეყნების რეიტინგი სექტემბერში ჩატარებული მატჩების შემდეგ განაახლა. საქართველოს ნაკრები 5 პოზიციით დაქვეითდა, რაც ლოგიკურია, რადგან ვილი სანიოლის გუნდს ძალიან ცუდი მონაკვეთი ჰქონდა და სამივე მატჩი წააგო.

ეროვნულმა გუნდმა ჯერ შინ კოსოვსთან განიცადა მარცხი (0:1), მერე სტუმრად ესპანეთთან (0:4) და ამხანაგურში ბულგარეთთან (1:4). ამგვარად, სექტემბრის ფიფას რეიტინგში 1240 ქულით 96-ე ადგილზეა.

...93. იორდანია - 1245 ქულა
94. ლუქსემბურგი - 1244 ქულა
95. ვიეტნამი - 1244 ქულა

96. საქართველო - 1240 ქულა
97. ლიბანი - 1233 ქულა
98. ყირგიზეთი - 1230 ქულა
99. პალესტინა - 1211 ქულა
100. მადაგასკარი - 1211 ქულა

სანიოლის გუნდის მომდევნო მეტოქე საბერძნეთი (9 ოქტომბერი) 46-ე ადგილზეა, ხოლო კოსოვო, რომელსაც ქართველები 12 ოქტომბერს ესტუმრებიან, 109-ე პოზიციაზეა.

მოწინავე ათეულში რამდენიმე ცვლილება მოხდა. ინგლისის ნაკრებმა საფრანგეთს გადაასწრო და ევროპის ვიცე-ჩემპიონი მე-3 ადგილზეა, ხოლო პორტუგალიამ ესპანეთს გაუცვალა პოზიცია. ათეულში შევიდა დანიის ნაკრები, ხოლო აშშ, რომელიც წინა რეიტინგში მე-10 პოზიციას იკავებდა, ახლა უკვე მე-13-ეა.

ფიფას რეიტინგის ტოპ 10

1. ბელგია - 1832 ქულა
2. ბრაზილია - 1811 ქულა
3. ინგლისი - 1755 ქულა
4. საფრანგეთი - 1754 ქულა
5. იტალია - 1735 ქულა
6. არგენტინა - 1725 ქულა
7. პორტუგალია - 1674 ქულა
8. ესპანეთი - 1673 ქულა
9. მექსიკა - 1666 ქულა
10. დანია - 1658 ქულა

კომენტარები

ბოლო ამბები