Thumbnail

კორონავირუსი არ დაუდასტურდა - ოქრიაშვილი თავს კარგად გრძნობს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • თორნიკე ოქრიაშვილს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა
  • საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უახლოეს ტურში თამაშს მოახერხებს

ნიქოზიის აპოელ-ის ქართველ ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი კარგადაა. მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა და დიდი ალბათობით, კვირას, ლიმასოლის აპოლონთან ითამაშებს.

ოქრიაშვილი ბოლო ტურში ოლიმპიაკოსთან პირველი ტაიმის ბოლოს შეცვალეს, რისი მიზეზი ტრავმა არ იყო. თორნიკე ცუდად გახდა და სამწვრთნელო შტაბს ცვლილება თვითონ მოსთხოვა. თავიდან იყო ეჭვი, რომ კორონავირუსი ჰქონდა, რაც არ დადასტურდა. საქართველოს ნაკრების შემტევი სავარაუდოდ მოიწამლა, მაგრამ ახლა ყველაფერი რიგზეა.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე ოქრიაშვილი აპოელ-ში გასულ ზაფხულს ანორთოსისიდან გადავიდა და მიმდინარე სეზონში ორი მატჩი ჩაატარა. სოფრონის ავგუსტის გუნდმა კვიპროსის ჩემპიონატი ძალიან ცუდად დაიწყო - ჯერ ქულა არ მოუპოვებია და ბოლო ადგილზეა, 19 სექტემბერს კი აპოლონის წინააღმდეგ ითამაშებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები