Thumbnail
  • ლოკერენი 0:3 სერენი
  • 0:1 მიქაუტაძე (7), 0:2 მიქაუტაძე (54), 0:3 მიქაუტაძე (88)

ბელგიის თასის 2021/22 წლების გათამაშების ფინალურ საკვალიფიკაციო რაუნდში გიორგი მიქაუტაძის სერენმა სტუმრად ქართველი ფორვარდის ჰეთ თრიკით 3:0 დაამარცხა ლოკერენი და მე-6 ეტაპზე, ანუ 1/16-ფინალში გავიდა. 

სერენის მაისურით მას 26 ოფიციალურ მატჩში 25 გოლი აქვს გატანილი

მიქაუტაძემ ანგარიში მე-7 წუთზე გახსნა, ბერნიე-მარიუსის კომბინაცია 20 წლის ფორვარდმა ახლო მანძილიდან იოლი გოლით დაასრულა. ეს მისი პირველი გოლია, სერენში იჯარით დაბრუნების შემდეგ. 

მეორე გოლი შესანიშნავი გამოვიდა - ბურთი ცენტრში მიიღო და მეტოქის კარისკენ დაიძრა, ორი მცველი მოატყუა და შემდეგ დუელი ლოკერენის მეკარესაც მოუგო. ეს მატჩის 54-ე წუთზე მოხდა. 

88-ე წუთზე მან ანგარიშს წერტილი დაუსვა - "ვინ, თუ არა ჟორჟი, წერდა სერენის ოფიციალური გვერდი ტვიტერზე", როცა მიქაუტაძემ ჰეთ თრიკი შეასრულა. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე მეცმა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კვლავ 1-წლიანი იჯარით გაუშვა ბელგიურ სერენში, რომელიც ახლა ჟუპილერ ლიგაში თამაშობს. ლოკერენთან მატჩამდე მიქაუტაძემ ჩემპიონატში სტანდარდთან შეცვლაზე ითამაშა. გასულ სეზონში მან სერენის მაისურით 24 მატჩში 22 გოლი გაიტანა. 

კომენტარები

ბოლო ამბები