Thumbnail

მეათე კლუბი კარიერაში - მაძარიმ ახალი სამსახური იშოვა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • 59 წლის იტალიელი მწვრთნელი ლეონარდო სემპლიჩის ჩაანაცვლებს
  • კალიარი მე-9 იტალიური კლუბია, რომელსაც მაძარი გაწვრთნის

საფეხბურთო კლუბ კალიარის ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. სარდინიელებს მომდევნო სამი სეზონის განმავლობაში ვალტერ მაძარი უხელმძღვანელებს, რომელიც ბოლოს ტორინოში მუშაობდა.

მაძარიმ კალიარისთან კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდე გააფორმა. 20 წელია, რაც ვალტერი მწვრთნელად მუშაობს. კალიარი მე-10 გუნდია, რომელსაც ის გაწვრთნის. მას 9 იტალიურ კლუბში უმუშავია და მხოლოდ ერთხელ იყო იტალიის ფარგლებს გარეთ, როდესაც ინგლისური უოტფორდი ჩაიბარა.

ვალტერმა ამ თანამდებობაზე იტალიელი ფაბიო სემპლიჩი ჩაანაცვლა, რომლის ხელმძღვანელობითაც კალიარიმ პირველ სამ ტურში ორი მატჩი წააგო და ერთხელ ფრედ ითამაშა.

კომენტარები

ბოლო ამბები