Thumbnail
  • მადრიდის რეალი კილიან მბაპეს შეძენას აქტიურად ცდილობდა
  • პსჟ-ს სპორტული დირექტორის აზრით, ფრანგი პარიზიდან არც გაისად წავა  

მადრიდის რეალი კილიან მბაპეს ყიდვას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში აქტიურად ცდილობდა. მიუხედავად 197 მილიონი ფუნტის შეთავაზებისა, პარი სენ-ჟერმენმა "სამეფო კლუბი" უარით გაისტუმრა.

22 წლის ფრანგს პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მბაპე პსჟ-სთან ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებს, მას ნებისმიერ კლუბთან მოლაპარაკებების დაწყება, წინასწარი კონტრაქტის გაფორმება და სეზონის ბოლოს ფრანგული გუნდის სრულიად უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვება შეეძლება.

რეალს ახალგაზრდა ფრანგის დამატება ძალიან უნდოდა

განსხვავებული აზრი აქვს პსჟ-ს სპორტულ დირექტორ ლეონარდოს. იგი მიიჩნევს, რომ კილიან მბაპე სეზონის ბოლოს კლუბს არ დატოვებს და კარიერას კვლავ პარიზული გუნდის რიგებში გააგრძელებს.

"ფაქტი, რომ კილიანი მბაპე დარჩა, იყო ერთადერთი, რაც შეიძლება მომხდარიყო. ჩვენ არასდროს გვიფიქრია ამის გაკეთება კილიანის გარეშე. ჩვენ არ ვართ კმაყოფილები მადრიდის რეალის საქციელით. ჩვენი აზრით, ეს არ იყო საკმარისი თანხა, ეს იყო იმაზე ნაკლები, რაც ჩვენ გადავიხადეთ. რაც შეეხება მათ ბოლო შემოთავაზებას, იგი არ ყოფილა. არ ვფიქრობ, რომ კილიანი სეზონის ბოლოს წავა. მბაპეს პსჟ-სთან ურთიერთობა იმაზე უკეთესია, ვიდრე ბევრი ფიქრობს. არ მგონია, რომ კლუბში ვინმე მომავალს მის გარეშე ხედავდეს", - განაცხადა ლეონარდომ.

კილიან მბაპეს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 5 შეხვედრა აქვს ჩატარებული, სადაც მეტოქის კარი 4-ჯერ აიღო, ხოლო თანაგუნდელს 2-ჯერ გაატანინა. პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონს დღეს დაიწყებს. პარიზელების მეტოქე ბრიუგე იქნება. შეხვედრა 23:00 საათზე დაიწყება. 

კომენტარები

ბოლო ამბები