Thumbnail
  • იანგ ბოისი 2:1 მანჩესტერ იუნატედი | რონალდოს გოლი საკმარისი არ გამოდგა
  • სევილია 1:1 ზალცბურგი | 4 პანელტი პირველ ტაიმში 'პისხუანზე'!

ლიგის ჯგუფური ეტაპი 36 წლის კრიშტიანო რონალდოს გოლით გაიხსნა! სეზონის პირველი გოლი მანჩესტერ იუნაიტედის ახალწვეულისთვის 135-ეა ჩემპიონთა ლიგაში კარიერაში! ამ გოლის მიუხედავად სულშერის გუნდი შინ უქულოდ დაბრუნდა.

‘სანჩეს პისხუანზე’ კი საოცარი რამ მოხდა - ერთ ტაიმში 4 პენალტი დაინიშნა, რომელთაგანაც მხოლოდ ორი გავიდა. ასე საინტერესოდ დაიწყოს ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების ჯგუფური ეტაპი.  

F ჯგუფში იანგ ბოისის კარში გოლი იუნაიტედმა მე-13 წუთზე გაიტანა, ბრუნო ფერნანდეშმა კრიშტიანო რონალდო მოძებნა, რომლის დარტყმულიც შვეიცარიელთა მეკარემ ვერ შეინარჩუნა. სტუმართათვის ყველაფერი 35-ე წუთიდან გაძნელდა, როცა ვან-ბისაკა უხეშობისთვის გააძევეს და სულშერის გუნდი ათი კაცით დარჩა.

კრიშტიანომ კასილიასის რეკორდი გაიმეორა (177 თამაში) და ლიგაზე 135-ე გოლი გაიტანა

მე-2 ტაიმში შვეიცარიელთა უპირატესობა აშკარა გახდა, რასაც 66-ე წუთზე იანგ ბოისის გოლი მოჰყვა, მუმი ნგამალეუმ დე ხეას ახლო მანძილიდან გაუტანა. მანჩესტერმა ბოლომდე ვერ გაძლო - შეცვლაზე შესულმა ამერიკელმა ჯორდან სიებატჩეუ პეფოკმა ჯესი ლინგარდის შეცდომით ისარგებლა და იანგ ბოისმა სამი ქულა მოიპოვა - 2:1. 

'სანჩეს პისხუანზე' პირველ ტაიმში 4 პენალტი დაინიშნა

F ჯგუფში სევილიამ ‘სანჩეს პისხუანზე’ ზალცბურგს უმასპინძლა - პირველ ტაიმში 4 პენალტი (3 მასპიძნელთა კარში) დაინიშნა! რომელთაგანც მხოლოდ ორი გავიდა - ახალგაზრდა ხორვატმა სუჩიჩმა გახსნა ანგარიში, მისმა გამოცდილმა თანამემამულე რაკიტიჩმა კი გაათანაბრა. 

მე-2 ტაიმის დასაწყისში სევილიელთა ფორვარდმა ენ-ნესირიმ სიმულაციისთვის მე-2 ყვითელი ბარათი მიიღო და ესპანური კლუბი 10 კაცით დარჩა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა - 1:1. 

საინტერესო ფაქტები

📌 კრიშტიანო რონალდომ ჩემპიონთა ლიგაზე 135-ე გოლი გაიტანა.

📌 კრიშტიანო რონალდომ 30 წლის ასაკში (და მეტი) 68 მატჩში 63 გოლი გაიტანა. 

📌 იანგ ბოისი 36-ე კლუბია, რომელსაც კრიშტიანო რონალდომ გაუტანა. 

📌 აარონ ვან-ბისაკა იუნაიტედის პირველი ფეხბურთელია 2013 წლის შემდეგ, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო. 2013-ში წითელი ბარათი ნანიმ მიიღო.

📌 2003/04 წლების სეზონის შემდეგ პირველად ლიგის მატჩის პირველ ტაიმში 4 პენალტი დაინიშნა.  

📌 ბენიამინ სესკო გახდა ზალცბურგის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა ლიგაზე - 18 წლისა და 106 დღის.

📌 დიეგო კარლოსმა (სევილია) 2019/20 წლების სეზონიდან ჩემპიონთა ლიგასა და ევროპალიგაზე 5 პენალტი ‘აიკიდა’.

📌 177-ე მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე - კრიშტიანო რონალდომ იკერ კასილიასის რეკორდი გაიმეორა. 

📌 ივან რაკიტიჩმა სევილიას ისტორიაში მე-100 გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე (ჩემპიონთა თასზე) საკვალიფიკაციო მატჩების ჩათვლით. 

F ჯგუფი

იანგ ბოისი 2:1 მანჩესტერ იუნატედი

გოლები: 0:1 რონალდო (13). 1:1 მუმი ნგამალეუ (66), 2:1 სიებატჩეუ (95)

იანგ ბოისი (4-2-3-1): ფონ ბალმოსი - ჰეფტი (83. სულეიმანი), კამარა, ლაუპერი (92. ცესიგერი), გარსია - სიერო (46. სიებატჩეუ), მარტინს პერეირა - ფასნახტი, აებიშერი, მუმი ნგამალეუ - ელია (92. კანგა)

მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა - ვან-ბისაკა, ლინდელიოფი, მაგუაირი, შოუ - პოგბა, ფრედი (89. მარსიალი) - სანჩო (37. დალოტი), ბრუნო ფერნანდეში (72. მატიჩი), ვან დე ბეეკი (46. ვარანი) - რონალდო (72. ლინგარდი)

G ჯგუფი

სევილია 1:1 ზალცბურგი

გოლები: 0:1 სუჩიჩი (21-პენალტი), 1:1 რაკიტიჩი (42-პენალტი)

სევილია (4-3-3): ბონო - ხესუს ნავასი (87. მონტიელი), დიეგო კარლოსი, კუნდე, აკუნია - ჟორდანი (46. დელეინი), რეჟესი, რაკიტიჩი (66. რაფა მირი) - სუსო (46. ოკამპოსი), ენ-ნესირი, ა. გომესი (58. ლამელა)  

ზალცბურგი (4-4-2): კონი - კრისტენსენი, სოლე, ვიობერი (51. პიატკოვსკი), ულმერი - სუჩიჩი, აარონსონი, კამარა, სეივალდი (79. კაპალდო) - სესკო (67. ადამუ), ადეიემი (80. ოკაფორი)

კომენტარები

ბოლო ამბები