Thumbnail

რონალდომ იუნაიტედთან ერთად ბერნში ღამე 2-ვარსკვლავიან სასტუმროში გაათენა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

მანჩესტერ იუნაიტედი ჩემპიონთა ლიგის პირველი მატჩის გასამართად (იანგ ბოიზთან) ბერნში ორშაბათს ჩაფრინდა. იუნაიტედის ფეხბურთელებს ღამე საჩემპიონო სასტუმროში ნამდვილად არ გაუთენებიათ - არანაირი 5-ვარსკვლავიანი ლუქსები…

იუნაიტედის ფეხბურთელებმა აქ ისაუზმეს

მანკუნიანელებმა ბერნში სამი წლის წინაც ითამაშეს და მაშინ სწორედ 5-ვარსკვლავიან სასტუმრო “შვაიცერჰოფში” იყვნენ, სადაც ერთი ღამის გათენება დაახლოებით 395 ევრო ღირს. ამჯერად იუნაიტედმა დაბალბიუჯეტიანი სასტუმრო აირჩია.

მდიდრულ ნომრებს მიჩვეულმა კრიშტიანო რონალდომ ღამე 2-ვარსკვლავიან სასტუმრო Prizeotel-ში გაათენა. ზოგადად, ამ სასტუმროში ერთი ღამე 120 ევრო ღირს.

ბერნის Prizeotel-ის ნომრების აბაზანა ასე გამოიყურება

სასტუმრო გერმანულ კომპანიას ეკუთვნის და 2020 წლის თებერვალშია გახსნილი. მიუხედავად იმისა, რომ დაბალბიუჯეტიანია, ნომრები საკმაოდ კარგად და მოდურად გამოიყურება, თუმცა თითოეული მხოლოდ 18 კვადრატული მეტრია. აღსანიშნავია, რომ ოთახები ყვითელ და შავ ფერებშია გადაწყვეტილი - ანუ, იანგ ბოიზის ფერებში.

შავი და ყვითელი იანგ ბოიზის ფერებია

შვეიცარიული გამოცემა “ბლიკის” ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედმა ხსენებულ სასტუმროში ყველა, 188 ნომერი დაჯავშნა, რათა რონალდოს და კომპანიას მშვიდი ძილი ჰქონოდათ...

P.S. ლუქსის ნაკლებობამ კრიშტიანოს ხელი მაინც ვერ შეუშალა - ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის პირველი გოლი სწორედ მის ანგარიშზეა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები