Thumbnail
  • კრიშტიანო რონალდო მანჩესტერ იუნაიტედში ტრიუმფალურად დაბრუნდა
  • The Sun-მა გამოაქვეყნა სიტყვა, რომელიც CR7-მა გასახდელში წარმოთქვა

დუბლი, გამარჯვება, საოცნებო დაბრუნება - კრიშტიანო რონალდოს ‘ქამბექი’ მანჩესტერ იუნაიტედში ამაზე უკეთესი ვერ იქნებოდა.

როგორც ირკვევა, პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს მხოლოდ მოედანზე არ ჰქონია ტრიუმფალური დაბრუნება - უკიდურესად ემოციური და შთამბეჭდავი იყო მის მიერ მატჩის წინ, გასახდელში წარმოთქმული სიტყვაც.

იმ ყველაფრის დეტალები, რაც ნიუკასლთან მატჩის წინ იუნაიტედის გასახდელში ითქვა, The Sun-ს თავისმა ინსაიდერმა მიაწოდა, რომლის ვინაობაც, რა თქმა უნდა, არ სახელდება.

რონალდოს სიტყვა ნიუკასლთან მატჩის წინ

“მანჩესტერ იუნაიტედში ორი მიზეზით დავბრუნდი. პირველი: იმიტომ, რომ ეს კლუბი მიყვარს. მეორე: მიყვარს გამარჯვებულის მენტალიტეტი, რაც ამ კლუბს აქვს.

აქ იმისთვის არ ჩამოვსულვარ, რომ Cheerleader ვიყო. თუ წარმატების მიღწევა გსურთ, მაშინ ეს კლუბი მთელი გულით უნდა გიყვარდეთ. ამ კლუბისთვის უნდა ჭამოთ, ამ კლუბისთვის უნდა გეძინოთ, ამ კლუბისთვის უნდა იბრძოდეთ.

აქ იმისთვის ვარ, რომ მოვიგოთ. მეტი არაფრისთვის! გამარჯვებები სიხარულს და ბედნიერებას მოგვიტანს. მე მინდა, რომ ბედნიერი ვიყო. თქვენ რა გინდათ?

მინდა, ყველას დავამახსოვრდე, როგორც გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე ფეხბურთელი. ეს გუნდი დომინანტი იქნება - როგორც ადრე იყო. მე ყველაფერს გავაკეთებ ამ გუნდისთვის, მაგრამ თქვენი მხარდაჭერაც მჭირდება. მზად ხართ ბრძოლისთვის? მზად ხართ იმისთვის, რომ ყველაფერი მოედანზე დადოთ?”

ჰოლივუდის სცენარისტი ამაზე ბევრად უკეთესს ვერ დაწერდა...

კომენტარები

ბოლო ამბები