Thumbnail

დაბრუნდა და გაიტანა - ბერიძის გოლი უიპეშტს მოსაგებად არ ეყო

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • უიპეშტი 2:2 ზალაეგერსეგი
  • გიორგი ბერიძემ თვე-ნახევრის შემდეგ პირველად ითამაშა და გოლი გაიტანა

უნგრეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში გიორგი ბერიძის უიპეშტმა შინ ზალაეგერსეგის უმასპინძლა და  2:2 ეთამაშა. თავიდან ქართველი ლეგიონერის გოლით უგებდა. მე-13 წუთზე გიორგიმ ცენტრფორვარდის პოზიციაზე მიიღო პასი და დიდებულად დაარტყა სტუმართა კარში. 

ყველაფერი 70-ე წუთზე შეიცვალა, როცა მასპინძლებს  სერბი ბრანკო პაულევიჩი გაუძევეს, სამ წუთში ბერიძეც შეცვალეს. უიპეშტმა გამარჯვება ვეღარ შეინარჩუნა და 10 კაცით ქულას დასჯერდა. 

ბერიძის გუნდს ძალიან ცუდი სტარტი აქვს - 6 თამაშიდან მხოლოდ 3 ქულით ბოლოსწინა, მე-11 პოზიციაზეა. გიორგიმ პირველ ტურში პუშკაშ აკადემიასთან მატჩში ტრავმა მიიღო და მას მერე არ უთამაშია. თვე-ნახევრის შემდეგ 24 წლის ლეგიონერმა შეძლო გოლით დაბრუნება. ამ სეზონში მან უკვე მოასწრო ევროთასებზე 1 გოლის და 1 საგოლე პასის შესრულება. 

კომენტარები

ბოლო ამბები