Thumbnail

ხვიჩა კვარაცხელია ფეხბურთს თითქმის ერთთვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა - მან რუბინის სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა ურალთან მატჩში - 4:0. ხვიჩამ საგოლე პასი მიითვალა. ბრწყინვალე დებიუტი ჰქონდა 23 წლის დანიელ ანდერს დრეიერს, რომელმაც ჰეთ თრიკი შეასრულა.

20 წლის ქართველმა გარემარბმა თავი უკვე მე-2 წუთზე გამოიჩინა, როცა მარცხენა ფლანგზე მეტოქე  მოატყუა და ახალწვეულ ანდერს დრეიერს გაატანინა - დანიელმა პირველი გოლი ქუსლით გაიტანა. უკვე მე-13 წუთზე ხვიჩამ მარცხენა ფლანგზე რუბინის საგოლე შეტევა დაიწყო, აბილგორმა გააგრძელა და მამინმა ავტოგოლით დაასრულა. მე-18 წუთზე კვარაცხელიამ შესანიშნავი მომენტი შექმნა, მარცხნიდან შევიდა, კარგადაც დაარტყა, მაგრამ ურალის მეკარემ გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა, დამატებაზე კი რუბინელმა ბურთი ძელს გაარტყა. 

კვარაცხელია მე-2 ტაიმში ნაკლებად აქტიური იყო და ის 63-ე წუთზე გამოცვალეს. ხვიჩამ რუსეთის პრემიერ-ლიგაში 15 აგვისტოს მერე პირველად ითამაშა. მის გარეშე რუბინმა 2 მატჩში მხოლოდ ერთი ქულა აიღო. "ჩემპიონატმა" ხვიჩას 7.5 ქულა დაუწერა, როგორც რამდენიმე რუბინელს, უფრო მაღალი ქულა მხოლოდ დრეიერმა მიიღო - 9.0.

ხვიჩა კვარაცხელია ურალთან მატჩში
63 წუთი. 1 დარტყმა, 2 მნიშვნელოვანი პასი, 1 საგოლე პასი, 23 შეხება ბურთთან, 1 ჩაჭრა, 1 ჩაწოდება. 7.15 ქულა (whoscored.com)


70-ე წუთზე ურალის რიგებში გამოჩნდა 24 წლის მცველი ლეო გოგლიჩიძე. 77-ე წუთზე სტუმართა რიგებში ლუკა გაგნიძეც შევიდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები