Thumbnail
  • პოლ პოგბა იუნაიტედთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე თანახმაა
  • ‘ოლდ ტრაფორდიდან’ წასვლა მას რონალდოს ტრანსფერმა გადააფიქრებინა

ორი წელია, არცერთი სატრანსფერო პერიოდი ისე არ გადის, რომ პოლ პოგბას მანჩესტერ იუნაიტედიდან წასვლაზე არ იწერებოდეს. აქამდე მუდმივად ვრცელდებოდა ცნობები იმის შესახებ, რომ ფრანგი ნახევარმცველი ‘ოლდ ტრაფორდზე’ ბედნიერი არ არის, ახლა კი, როგორც ჩანს, ვითარება შეიცვალა და თანაც, რადიკალურად.

The Athletic-ის ინფორმაციით, 28 წლის ფრანგმა აზრი შეიცვალა და ახლა უკვე იუნაიტედთან ახალი კონტრაქტის გაფორმებისკენ იხრება. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მანჩესტერელებმა კრიშტიანო რონალდო გადაიბირეს. როგორც ჩანს, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის ტრანსფერის შემდეგ პოგბას იუნაიტედში ყოფნა უკვე ძალიან მოსწონს.

მის მოქმედ ხელშეკრულებას იუნაიტედთან ვადა 2022 წლის ზაფხულამდე აქვს. რონალდოს ტრანსფერამდე ინგლისურ და ფრანგულ მედიაში იწერებოდა, რომ პოგბას მადრიდის რეალში გადასვლა, ან ტურინის იუვენტუსში დაბრუნება სურდა. იუნაიტედის ხელმძღვანელებს ფრანგის ახალი დამოკიდებულება გაუხარდებათ - მათ პოგბასთვის კონტრაქტის გაგრძელება ყოველთვის სურდათ.

შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბა მანჩესტერ იუნაიტედის აღზრდილია. იგი ‘ოლდ ტრაფორდზე’ 2011-2012 წლებში თამაშობდა, მერე კი იუვენტუსში გადავიდა, სადაც 2016 წლამდე ითამაშა, რის შემდეგაც ისევ იუნაიტედში დაბრუნდა. ინგლისის მიმდინარე ჩემპიონატში პოგბას 4 ტურში 7 საგოლე პასი აქვს გაკეთებული.

კომენტარები

ბოლო ამბები