- რებელსი 40:13 სანვულვზი
- ჯაბა ბრეგვაძემ სასტარტოში დაიწყო
- სანვულვზი ბოლო ადგილზე რჩება
ჯაბა ბრეგვაძის სანვულვზმა სუპერ რაგბის გათამაშებაში მორიგი შეხვედრა გამართა. იაპონური კლუბი, ზედიზედ ორი მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ, ავსტრალიურ რებელსთან 40:13 დამარცხდა. ავსტრალიელებმა პირველი ტაიმი 8 ქულით მოიგეს - მსაჯმა მეორე ნახევარში ჰოსეა საუმაკი გაასინბინა, რითიც ავსტრალიელებმა ისარგებლეს და მეტოქეს 27-ქულიანი სხვაობით მოუგეს.
► სენსაცია! ქართველების გუნდის პირველი გამარჯვება სუპერ რაგბიში
► არეკნი ბოლო წამზე! ქართველების სანვულვზმა სუპერ რაგბიში მორიგი მატჩი მოიგო
ჯაბა ბრეგვაძემ შეხვედრა სანვულვზის ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. ქართველი მორაგბე მატჩის 73-ე წუთზე აცუში საკატემ შეცვალა. სანვულვზს 12 მატჩში 2 მოგება და 10 მარცხი აქვს, იაპონელები ბოლო ადგილზე არიან. მათი მომდევნო მეტოქე ავსტრალიური ბრამბისი იქნება.
კომენტარები