Thumbnail
  • მანჩესტერ იუნაიტედი 4:1 ნიუკასლი
  • გოლები: 1:0 რონალდო (45+2), 1:1 მანკილიო (56), 2:1 რონალდო (62), 3:1 ფერნანდეში (80), 4:1 ლინგარდი (92)

ინგლისის პრემიერლიგის მე-4 ტურში "ოლდ ტრაფორდზე" დიდი დაბრუნება შედგა - 36 წლის კრიშტიანო რონალდომ კვლავ მოირგო მანჩესტერ იუნაიტედის 7-ნომრიანი მაისურა. დაბრუნება ტრიუმფალური გამოდგა - პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა ნიუკასლ იუნაიტედის კარში დუბლი შეასრულა და გუნდს 4:1 მოაგებინა.

რონალდო სასტარტო შემადგენლობაში იყო, მან პირველი ტაიმის მეორე კომპენსირებულ წუთზე მეკარე ვუდმენის შეცდომით ისარგებლა და დამატებაზე გაიტანა. მე-2 ტაიმის დასაწყისში ნიუკასლმა მანკილიოს წყალობით გაათანაბრა, თუმცა 6 წუთში რონალდომ იუნაიტედი კვლავ დააწინაურა - ლუკ შოუს პასით, კრიშტიანო საჯარიმოში შეიჭრა და ცაციით გაიტანა. ამის შემდეგ ბრუნო ფერნანდეშმა და ჯესი ლინგარდმა სუპერგოლები გაიტანეს. იუნაიტედს 4 მატჩიდან 10 ქულა აქვს და ამ წუთებში პრემიერლიგის ლიდერია.

კრიშტიანო რონალდო (მანჩესტერ იუნაიტედი): "ჩემმა დაბრუნებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რატომ ეძახიან "ოლდ ტრაფორდს" ოცნებათა თეატრს. ჩემთვის ეს სტადიონი ყოველთვის იყო ადგილი, სადაც ჯადოქრობები ხდება, სადაც ყველაფერს აისრულებ, რასაც ჩაიფიქრებ. 
თანაგუნდელებთან და ამ დიდებულ ფანებთან ერთად ოპტიმისტურად ვუყურებ მომავალს. მჯერა, რომ ბოლოს ერთად ვიზეიმებთ. ვამაყობ, რომ ისევ იუნაიტედში და პრემიერლიგაში ვთამაშობ, მაგრამ ყველაზე მეტად მიხარია, რომ დღეს გუნდს დავეხმარე. Let’s go, Devils! "

შეგახსენებთ, რომ 36 წლის კრიშტიანო რონალდო იუვენტუსიდან მანჩესტერ იუნაიტედში $28 მილიონის სანაცვლოდ გადავიდა. მას 12-წლიანი პაუზის მერე, ხელახალი დებიუტი ჰქონდა იუნაიტედის რიგებში. 

საინტერესო ფაქტები

კრიშტიანომ პირველივე მატჩში დუბლი შეასრულა

📌 კრიშტიანო რონალდო გახდა ყველაზე ხნიერი ფეხბურთელი გრემ ალეკსანდერის შემდეგ (2010 წ) ვინც პრემიერლიგაში დუბლი შეასრულა - 36 წლის, 218 დღის.

📌 კრიშტიანო გახდა იუნაიტედის ყველაზე ხნიერი ფეხბურთელი, ვინც პრემიერლიგაში გაიტანა რაიან გიგზის (2013 წ) შემდეგ. მანჩესტერის მაისურით კრიშტიანოზე უფროს ასაკში მხოლოდ გიგზსა და პოლ სქოულზს გაუტანიათ.

📌 კრიშტიანომ პრემიერლიგაში 12 წლისა და 124 დღის პაუზის შემდეგ გაიტანა. ბოლოს მან 2009 წლის მაისში სიტის კარში გაიტანა.

📌 კრიშტიანომ პრემიერლიგაში 12 წლისა და 118 დღის პაუზის მერე ითამაშა, ამით დემიენ დელეინის რეკორდი მოხსნა.

📌 პოლ პოგბას 4 ტურში უკვე 7 საგოლე პასი აქვს.

მანჩესტერ იუნაიტედი 4:1 ნიუკასლი

მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა - ვან-ბისაკა, ვარანი, მაგუაირი, შოუ - პოგბა, მატიჩი - გრინვუდი (85. ვან დე ბეეკი), ბრუნო ფერნანდეში (85. მარსიალი), სანჩო (66. ლინგარდი) - რონალდო

 

კომენტარები

ბოლო ამბები