Thumbnail

ACA | წიპტაურმა 34 წამში წააგო, თუთარაულის 27-ე მოგება კარიერაში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბელარუსის დედაქალაქ მინსკში, ACA 128-ზე, ორმა ქართველმა მებრძოლმა იჩხუბა
  • ვაჟა წიპტაურმა ბრძოლა 33 წამში წააგო, თუთარაულმა

ACA-ს მორიგ ღონისძიებას მინსკმა უმასპინძლმა. ბელარუსში ოქტაგონზე ორი ქართველი მებრძოლი გავიდა - ვაჟა წიპტაური და რაულ თუთარაული. სამწუხაროდ, ACA 128 ვაჟა წიპტაურისთვის წარუმატებელი გამოდგა.

ქართველი მებრძოლი კარიერაში მეორედ დამარცხდა. მას უკრაინელმა რუსლან აბილტაროვმა 34 წამში აჯობა. რუსლანმა ვაჟა მტკივნეულ ილეთზე დაიჭირა და მისი დახრჩობა დაიწყო, წიპტაური კი მალევე დანებდა.


რაულ თუთარაულმა კარიერაში 33-ე ბრძოლა გამართა. მან ბულგარე პლამენ ბაჩვაროვთან 3 რაუნდი იჩხუბა, რის შემდეგაც მსაჯებმა გამარჯვება თუთარაულს მიანიჭეს, რომელიც მთელი ბრძოლის განმავლობაში დომინანტი იყო. ქართველი მებრძოლისთვის ეს მოგება კარიერაში 27-ე იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები