Thumbnail

უმედლო დღე ევროპის ჩემპიონატზე - შერაზადიშვილი ბრინჯაოსთან ახლოს იყო

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • გიორგი შერაზადიშვილი ევროპის პირველობაზე მედალს ვერ დაეუფლა
  • 20 წლის ძიუდოისტი ნახევარფინალში გავიდა, მაგრამ მერე 2 ბრძოლა წააგო

ლუქსემბურგში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძიუდოში მე-2 საშეჯიბრო დღე საქართველოსთვის უმედლოდ დასრულდა. გიორგი შერაზადიშვილი (81 კგ.) ახლოს იყო მედალთან, მაგრამ ჯერ ნახევარფინალი და მერე უკვე ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა წააგო.

შერაზადიშვილმა პირველ წრეში კვიპროსელ ოდისეას გეორგაკისს იპონით აჯობა, ხოლო შემდეგ ასევე იპონით ბელგიელი ჟარნ დუიკი და ისრაელის წარმომადგენელი ეეტუ იჰანამაკი დაამარცხა. ნახევარფინალში გიორგი რუს იბრაგიმგაჯი სულეიმანოვს შეხვდა, რომელთანაც იპონით უკვე თავად წააგო და ფინალში ვერ გავიდა. ბრინჯაოს მედლისთვის 20 წლის ქართველი ძიუდოისტი რუს დანიილ დრანოვსკის დაუპირისპირდა, მაგრამ ისევ იპონით დამარცხდა და მედალს ვერ დაეუფლა.


დღესვე, ქალთა შორის 70 კგ-მდე წონით კატეგორიაში ტატამიზე ნინო გულბანი გავიდა, რომელიც პირველ წრეში გერმანელ სარა მელოსთან დამარცხდა და შეჯიბრება უმედლოდ დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი 9 სექტემბერს დაიწყო და საქართველოს ნაკრების წევრმა გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ.) ოქროს მედალი მოიპოვა. ხვალ, ტატამიზე თორნიკე ფოლადიშვილი, ნიკა ხარაზიშვილი (ორივე - 90 კგ.), ილია სულამანიძე, მიხეილ ჯაფარიძე (ორივე - 100 კგ.), ირაკლი დემეტრაშვილი, საბა ინანეიშვილი (ორივე +100 კგ.) და სალომე მაყიშვილი (+78 კგ.) გავლენ.

კომენტარები

ბოლო ამბები