Thumbnail

ჩოგბურთი | ეკატერინე გორგოძე კარლსრუეს ტურნირის ფინალში ითამაშებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ძალამიძე/პანოვა 3:6, 1:6 გორგოძე/ბარა
  • ქართველი ჩოგბურთელი გერმანიაში ტიტულისთვის იბრძოლებს

29 წლის ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე გერმანიის ქალაქ კარლსრუეში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 115 ათასი დოლარი) წყვილთა თანრიგის ფინალში გავიდა.

დღეს, გორგოძე და რუმინელი ირინა ბარა რუსებს – ნათელა ძალამიძესა და ალექსანდრა პანოვას გაეჯიბრნენ და Liqui Moly Open 2021-ს ნახევარფინალში გამარჯვება არ გასჭირვებიათ – 6:3, 6:1.

თუ ვინ იქნებიან გადამწყვეტ მატჩში გორგოძისა და ბარას მეტოქეები, მოგვიანებით გაირკვევა, როდესაც გერმანელი ჰეისენი და ბელგიელი ციმერმანი პოლონელ პიტერსა და ეგვიპტელ შერიფს დაუპირისპირდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები