Thumbnail

'რა უნდა გავაკეთო, რომ პატივი მცენ' - ნეიმარი ქომაგებზე გაბრაზდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბრაზილია 2:0 პერუ
  • ნეიმარის საგოლე პასი და გოლი პერუსთან

სამხრეთ ამერიკაში მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრე დაიწყო. ბრაზილიამ რიო დე ჟანეიროში პერუს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. ბრაზილიელებმა ორივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს. ნეიმარმა მე-10 წუთზე ევერტონ რიბეიროს გაატანინა, რომელმაც ნაკრებში მესამედ გამოიჩინა თავი.

ნეიმარმა მე-40 წუთზე ბრაზილიელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა და ნაკრების მაისურით 69-ე გოლი გაიტანა. ბრაზიელიელ შემტევს პელეს რეკორდის მოხსნამდე 9 გოლი სჭირდება.

ნეიმარი მატჩის შემდეგ გაბრაზებული იყო და საინტერესო კომენტარიც გააკეთა.

"ნამდვილად არ ვიცი, რაღა უნდა გავაკეთო ბრაზილიის ნაკრების მაისურით, რომ ამ ხალხმა პატივი მცეს", - განაცხადა ბრაზილიელმა.

ბრაზილიის ნაკრებს 8 მატჩი აქვს ჩატარებული და რვავე შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა. ტიტეს გუნდი 24 ქულით შესარჩევი ეტაპის ლიდერია.

კომენტარები

ბოლო ამბები