Thumbnail

მესიმ პელეს გადაასწრო - არგენტინელის ჰეთთრიკი ბოლივიასთან და რეკორდი

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • არგენტინა 3:0 ბოლივია
  • მესიმ პელეს გადაასწრო და სამხრეთ ამერიკის საუკეთესო ბომბარდირია

სამხრეთ ამერიკაში მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრე დაიწყო. არგენტინამ ბუენოს აირესში ბოლივიას უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ნაკრების მატჩზე არგენტინაში ქომაგები დაბრუნდნენ.

ლიონელ მესის სუპერმატჩი ჰქონდა. სამივე გოლი არგენტინელთა მეათე ნომერმა გაიტანა. მან მე-14, 64-ე და 88-ე წუთებზე შეძლო თავის გამოჩენა.

არგენტინელებმა ქომაგებთან ერთად კოპა ამერიკის მოგებაც აღნიშნეს. მატჩის შემდეგ ლიონელ მესი ძალიან გახარებული იყო, ემოციები ვერ შეიკავა და კიდევ ერთხელ ატირდა.

"უბედნიერესი ვარ, ამ მომენტს დიდი ხანი ველოდი. მინდოდა ტიტულის მოგება დედისა და ჩემი მეგობრების წინაშე აღმენიშნა. წარმოუდგენელი გრძნობაა და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს მაბედნიერებს", - განახადა მესიმ.

მესის ნაკრებში 78 გოლი დაუგროვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. არგენტინელმა ფეხბურთელმა ბრაზილიელ პელეს გადაასწრო, რომელსაც ნაკრებში 77 გოლი ჰქონდა გატანილი.

არგენტინელებს 8 მატჩში 18 ქულა აქვთ და შესარჩევი ეტაპის ცხრილში 18 ქულით მე-2 ადგილზე არიან.

კომენტარები

ბოლო ამბები