Thumbnail

‘კოკაინის მოშორება დაავიწყდა’ - კონორის ფოტოზე დიდი ამბავია

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • კონორ მაკგრეგორის ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა
  • მას საათის ჩვენება სურდა, მაგრამ მაგიდა უნდა გადაეწმინდა

კონორ მაკგრეგორმა ინსტაგრამზე დაპოსტა ფოტო, რომლითაც “მხოლოდ” თავისი ახალი ლუქს-საათის ჩვენება სურდა - ეს ხომ Rolex Yacht-Master II გახლავთ, რომელიც 50 000 დოლარი ღირს.

თუმცა ირლანდიელის ფანებმა ფოტოზე სულ სხვა რამეს მიაქციეს ყურადღება: თეთრ ფხვნილს მაგიდაზე!

“ეს ხომ კოკაინია?” “რა თქმა უნდა, კოკსია, სხვა რა უნდა იყოს?” “როგორც ჩანს, კონორს მაგიდის გადაწმენდა დაავიწყდა...” “შეგეძლო, კიდევ ერთი დოზა შეგეკოწიწებინა, რამდენ კოკაინს ფლანგავ” - წერენ მაკგრეგორის ფანები კომენტარებში.

მაკგრეგორი და კოკაინი - ეს არც პირველი შემთხვევაა და ცხადია, არც ბოლო. ირლანდიელის არაერთ სკანდალშიც სწორედ კოკაინი ფიგურირებს. მაგალითად, 2018 წლის დეკემბერში მას დუბლინის სასტუმროში ქალზე ძალადობას სწორედ კოკაინის ზემოქმედების ქვეშ აბრალებდნენ. ორი წლის შემდეგ კონორი კორსიკაზე დააკავეს - როცა წვეულების შემდეგ რამდენიმე ქალი სექსუალურად შეავიწროვა და ისინიც ამბობდნენ, რომ ირლანდიელმა მანამდე კოკაინი მიიღო.

კომენტარები

ბოლო ამბები