Thumbnail
  • თავდაპირველად, ეროვნული ლიგა 2 გაგრძელდება
  • ეროვნულ ლიგაში 23-ე ტური 12 სექტემბერს დაიგეგმა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩები 10 სექტემბრიდან განახლდება. აღნიშნულის შესახებ განცხადებას ეროვნული ლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ:

“ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონი 23-ე ტურიდან 12 სექტემბერს განახლდება. 23-ე ტურის ერთი შეხვედრა - სამტრედია-ლოკომოტივი ჩემპიონატის შეჩერებამდე, 13 აგვისტოს გაიმართა. ეროვნული ლიგა 2 კი, 10 სექტემბერს 23 ტურით განახლდება. 14 სექტემბერს დაგეგმილია ლიგა 3-ის ლიგა 4-ისა და რეგიონული ლიგის მატჩები”.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ჩემპიონატის შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 12 აგვისტოს გამართულ სხდომაზე მიიღო, ბოლო განკარგულებით კი, სპორტული შეჯიბრებების მაყურებლის გარეშე ჩატარება უკვე დაშვებულია.

აღნიშნულ ღონისძიებებზე მონაწილეები დაიშვებიან სრულად ვაქცინირებიდან 14 დღის გასვლის შემდეგ ან ღონისძებამდე 72 საათით ადრე PCR ტესტის ან 24 საათით ადრე სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საფეხბურთო ეროვნულ ლიგაში გასული 22 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილს 46 ქულით დინამო ბათუმი ლიდერობს, რომელსაც 2 ქულით დინამო თბილისი ჩამორჩება, მესამეზე კი 38 ქულით გორის დილაა.

12 სექტემბერს დინამო ბათუმი საბურთალოს ესტუმრება, დინამო თბილისი გასვლაზე თელავს ეთამაშება, გორის დილა ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლებს, ქობულეთის შუქურა კი - წყალტუბოს სამგურალს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები