Thumbnail

13 წლის ბავშვი მკაცრად დასაჯეს - მოედანზე შეიჭრა და დეპაისთან სელფი გადაიღო

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციამ პატარა ფანი არ დაინდო
  • მოედანზე შევარდნისა დეპაისთან სელფის გამო მას მატჩებზე დასწრება ეკრძალა

ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციამ (KNVB) 13 წლის ბიჭს სტადიონზე მისვლა 5 წლით აუკრძალა და 100 ევროთიც დააჯარიმა.

რა დააშავა ბავშვმა? 4 სექტემბერს, ნიდერლანდებისა და მონტენეგროს ეინდჰოვენში გამართული მატჩის დროს (4:0), მოედანზე შეიჭრა და ბარსელონას ვარსკვლავ მემფის დეპაის ‘სელფის’ გადაღება სთხოვა.

სელფი გადაიღო, მაგრამ სტადიონზე 5 წელი ვეღარ შევა

აღსანიშნავია, რომ ფულადი ჯარიმა უფრო დიდი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციაში ფანის ასაკი გაითვალისწინეს და 450-ის ნაცვლად, 100 ევროს გადახდა დააკისრეს. სამაგიეროდ, პატარა გულშემატკივარი დისკვალიფიკაციის თვალსაზრისით არ დაინდეს - მას სტადიონზე მისვლა 5 წლით აეკრძალა.

13 წლის ბავშვთან ერთად, ხსენებულ შეხვედრაში მოედანზე კიდევ 15 ფანი შეიჭრა - ისინიც 5-წლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯნენ.

ნიდერლანდების ნაკრებმა მონტენეგროსთან 4:0-ის შემდეგ, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-6 ტურში თურქეთი 6:1 დაამარცხა და G ჯგუფში 13 ქულით, ნორვეგიასთან ერთად ლიდერობს.

კომენტარები

ბოლო ამბები