Thumbnail

სევილია V ბარსა და კიდევ ერთი თამაში გადაიდო - ლა ლიგამ იჩივლა და გაიმარჯვა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ლა ლიგის მე-4 ტურში ორი თამაში გადაიდო
  • ლა ლიგას ამ მატჩების გადადება სურდა, მაგრამ ფედერაცია ამის უფლებას არ აძლევდა

ლა ლიგის მე-4 ტურის ორი შეხვედრა გადაიდო - სევილია V ბარსელონა და ვილიარეალი V ალავესი, რომლებიც 11 სექტემბერს იყო დაგეგმილი, მოგვიანებით გაიმართება. 

მიზეზი ლა ლიგისა და კონმებოლის კონფლიქტია, სამხრეთ ამერიკაში სანაკრებო მატჩებზე გამოძახებული ფეხბურთელები უკან დროულად დაბრუნებას ვერ ახერხებენ. ლა ლიგა ამ ორი თამაშის გადადების მომხრე იყო, თუმცა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ მიზეზი ფორს მაჟორად არ ჩათვალა და ლა ლიგას გადადებაზე უარი უთხრა, რასაც ამ უკანასკნელის საჩივარი მოჰყვა. დღეს ეს საჩივარი ესპანეთის სპორტის კავშირმა (CSD) დააკმაყოფილა.

ვილიარეალსა და ბარსელონას სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის მატჩები ელით. ამიტომ მათ ლა ლიგაში შაბათს უნდა ეთამაშათ. სევილიას არგენტინის ნაკრებში სამი ფეხბურთელი ჰყავს მივლენილი: გონსალო მონტიელი, პაპუ გომესი და მარკოს აკუნია. არგენტინის ნაკრების თამაში სამხრეთ ამერიკაში მხოლოდ დღე-ნახევრით ადრე იყო დაგეგმილი სევილია-ბარსელონაზე. 

კომენტარები

ბოლო ამბები