Thumbnail

აშშ-ის ღია პირველობის შარშანდელი გამარჯვებულის, ნაომი ოსაკას მოულოდნელი მარცხიდან ერთი დღის შემდეგ, US Open-ის კიდევ ერთი ფავორიტი მესამე წრეში სენსაციურად დამარცხდა და ასპარეზობა დაასრულა. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ქალთა შორის, უიმბლდონის ღია პირველობის მოქმედმა გამარჯვებულმა, ავსტრალიელმა ეშლი ბარტიმ ამერიკელ შელბი როჯერსთან 2:6, 6:1, 6:7 (5:7) წააგო.

შელბი როჯერსი პირველი ჩოგნის დამარცხებას ზეიმობს

“საკუთარი თამაში ვერაფრით ვიპოვე და პირველი სეტი საშინლად ჩავატარე, - განაცხადა ბარტიმ მატჩის შემდეგ, - მეორე სეტში თამაშში კარგად დავბრუნდი, მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან დასანანი მარცხი ვიწვნიე. მეტოქეს ვულოცავ - შელბიმ ეს მოგება დაიმსახურა.”

შეგახსენებთ, რომ წინა დღეს ამერიკის ღია პირველობაზე ნაომი ოსაკაც დამარცხდა - კანადელ ლეილა ფერნანდესთან, რომელიც მერვედფინალში გერმანელ ანჟელიკ კერბერს ხვდება. ასპარეზობას აგრძელებენ დიდი სლემის ტურნირების ყოფილი გამარჯვებულები ბიანკა ანდრეესკუ და ინგა შვიატეკიც.

კომენტარები

ბოლო ამბები