Thumbnail

ბარსა და ოლმო შეთანხმდნენ, მაგრამ დააგვიანეს - ტრანსფერი გადაიდო

  • ლაიპციგისა და ესპანეთის ნაკრების შემტევს კატალონიაში დაბრუნება სურს
  • 23 წლის ფეხბურთელმა ბარსელონასთან 5-წლიანი კონტრაქტი უკვე შეათანხმა
  • ტრანსფერი დიდი ალბათობით 2022 წელს განხორციელდება

ბარსელონამ და ლაიპციგის ესპანელმა ნახევარმცველმა დანიელ ოლმომ კონტრაქტთან დაკავშირებით მოილაპარაკეს. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური მედია აცრცელებს, რომლის ცნობით, კატალონიელები და 23 წლის ფეხბურთელი 5-წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ.

ბარსელონას ესპანეთის ნაკრების შემტევი ნახევარმცველის ტრანსფერის განხორციელება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდშივე სურდა, მაგრამ ვეღარ მოასწრო. ამის მიუხედავად, კატალონიური კლუბი თავისი აღზრდილის მიმართ ინტერესს ინარჩუნებს და ტრანსფერის განხორციელებაზე უკვე 2022 წელს იზრუნებს. 

ბარსელონაში დაბრუნებით დაინტერესებულია ოლმოც, რომელიც მზადაა, იმაზე ნაკლები ხელფასი აიღოს, ვიდრე ლაიპციგში იღებს. კლუბსა და ფეხბურთელს შორის შეთახნმება ასევე ითვალისწინებს ბონუსებს ინდივიდუალური და გუნდური წარმატებებისთვის.   

ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი, რომელიც ბარსელონას აღზრდილია, 16 წლის ასაკიდან ზაგრების დინამოში აღმოჩნდა, სადაც ხუთნახევარი წელი გაატარა. ოლმო 2020 წელს ლაიპციგში გადაბარგდა, რომელთანაც კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. გასულ სეზონში მან გერმანიის ბუნდესლიგის 32 მატჩში ითამაშა, გაიტანა 5 გოლი და მიითვალა 9 საგოლე პასი. 

დანი ოლმომ დინამო არენაზე გატანა მოახერხა

დანი ოლმო ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში 2019 წლიდან გამოდის. მის ანგარიშზე "ფურია როხას" მაოსურით ჩატარებულ 16 მატჩში 3 გოლია და აქედან ერთი საქართველოს ნაკრებთან, თბილისურ მატჩში (1:2). ოლმო ესპანეთის ეროვნულ გუნდთან ერთად ევრო 2020-ის ნახევარფინალში გავიდა, ოლიმპიურ ნაკრებთან ერთად კი ტოკიოს ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი გახდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები