Thumbnail
  • ანტუან გრიზმანი მადრიდის ატლეტიკოში ბრუნდება
  • ატლეტიკოს სეზონის ბოლოს გრიზმანის გამოსყიდვა შეეძლება

იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ანტუან გრიზმანი მადრიდის ატლეტიკოში ერთწლიანი იჯარით ითამაშებს, რის შემდეგაც მადრიდულ კლუბს ფრანგი შემტევის გამოსყიდვა 40 მილიონ ევროდ შეეძლება.

გრიზმანს ატლეტიკოსთან პირადი კონტრაქტიც შეთანხმებული აქვს. ფრანგი კლუბთან 2+1 კონტრაქტს გააფორმებს. 2-წლიანი ასპარეზობის შემდეგ, თუ გუნდი და ფეხბურთელი მოინდომებენ, გრიზმანი ატლეტიკოში კიდევ ერთი წლით დარჩება.

30 წლის ანტუანის ტრანსფერში ბარსელონამ 2019 წელს ატლეტიკოს 120 მილიონი ევრო გადაუხადა. ფრანგმა ფეხბურთელმა ბარსელონას მაისურით 2 სეზონში, ყველა ტურნირზე, 38 გოლი გაიტანა. გრიზმანი ატლეტიკოში 2014 წლიდან 2019 წლამდე თამაშობდა, რა დროშიც ესპანეთის სუპერთასი, ევროპალიგა და ევროპის სუპერთასი მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები