Thumbnail
  • დავით სხირტლაძემ დინამოსთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა
  • 28 წლის შემტევი თბილისურ გუნდში 2020 წელსაც თამაშობდა

დინამო თბილისმა დავით სხირტლაძე დაიმატა, რომელიც ბოლოს დანიურ ვიბორგში თამაშობდა. 28 წლის შემტევსა და საქართველოს მოქმედ ჩემპიონს შორის ხელშეკრულება სეზონის ბოლომდე გაფორმდა, რის შემდგომაც თანამშრომლობის განახლებაზე დაილაპარაკებენ.

სხირტლაძე დინამოში 2020 წელსაც თამაშობდა და 5 მატჩში 3 გოლი გაიტანა, მაგრამ შემდეგ გუნდი დატოვა და ვიბორგში ითამაშა, სადაც 14 უგოლო თამაში ჩაატარა. მას კარიერის ძირითადი ნაწილი სწორედ დანიაში აქვს გატარებული.

სხირტლაძე სხვადასხვა დროს ორჰუსისა და სილკებორგის რიგებში გამოდიოდა, ასევე იყო ტრნავას სპარტაკის, რიგას და პოლონური არკას წევრი.

დავითს საქართველოს ნაკრებში 4-ჯერ აქვს ნათამაშები, თუმცა გოლი არ გაუტანია. 2017 წლის შემდეგ ის ეროვნულ გუნდში აღარ მიუწვევიათ.

📢 დავით სხირტლაძე დინამოში დაბრუნდა #FCDT #სხირტლაძე11 👉 https://bit.ly/3DIl32i

Posted by FC Dinamo Tbilisi on სამშაბათი, 31 აგვისტო, 2021

კომენტარები

ბოლო ამბები