Thumbnail

ახალი კონტრაქტი კაპიტანს - ჰენდერსონი ლივერპულში დიდი ხნით რჩება

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ჯორდან ჰენდერსონი ლივერპულს 2011 წელს შეუერთდა
  • ინგლისელი გუნდის კაპიტანი 2015 წლიდანაა

ლივერპულის კაპიტანმა ჯორდან ჰენდერსონმა "მერსისაიდელებთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა. ინგლისელი ნახევარმცველი ლივერპულში 2025 წლის ზაფხულამდე დარჩება.

31 წლის კაპიტანს აქამდე მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურებოდა, თუმცა ლივერპულმა ჰენდერსონს პლუს 2 წელი შესთავაზა, რაზეც ინგლისელი ფეხბურთელი დათანხმდა.

"ჩემთვის დიდი პატივია და ამაყი ვარ, გავაგრძელო მოგზაურობა იმ კლუბთან ერთად, რომელიც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ისეთივე მოტივირებული ვარ, როგორც 10 წლის წინ ვიყავი, როდესაც აქ პირველად მოვედი და მსურდა, დამემტკიცებინა ხალხისთვის, რომ ამ კლუბში ყოფნას ვიმსახურებდი და ყველაფერს გავცემდი გულშემატკივრებისთვის და ყველასთვის", - განაცხადა ჰენდერსონმა.

ჯორდან ჰენდერსონი ლივერპულმა 2011 წლის ზაფხულში სანდერლენდიდან დაიმატა. სტივენ ჯერარდის წასვლის შემდეგ, 2015 წელს, იგი კლუბის კაპიტანი გახდა. ლივერპულში ყოფნისას მან შეძლო და მოიგო: ლიგის თასი, პრემიერლიგა, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერ თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. 

კომენტარები

ბოლო ამბები