Thumbnail
  • ანორთოსისსა და პაოკ-ს შორის შეთანხმება მიღწეულია
  • ქეცბაია ქართველი ნახევარმცველი მე-3 მცდელობაზე დაიმატა

სალონიკის პაოკ-ის ფეხბურთელი ნიკა ნინუა კარიერას ფამაგუსტას ანორთოსისში გააგრძელებს. როგორც Paok24 იტყობინება, მხარეებს შორის საბოლოო შეთანხმება შედგა და ქართველი ნახევარმცველი თემურ ქეცბაიას გუნდს ერთწლინი იჯარით შეუერთდება.

აღსანიშნავია, რომ ნინუას გადაბირებას ანორთოსისი ჯერ კიდევ 2020 წლის სექტემბერსა და 2021 წლის იანვარში ცდილობდა, მაგრამ მაშინ მიზანს ვერ მიაღწია, მე-3 მცდელობა კი კვიპროსელთათვის კარგად დასრულდა. მოსალოდნელია, რომ ნიკა უახლოეს ხანში კვიპროსში ჩავა და ახალ გუნდს შეუერთდება.

ნინუას პაოკ-ში თავის გამოჩენის შანსი ხშირად არ ეძლეოდა

ნინუა ანორთოსისი მესამე ქართველი ფეხბურთელი იქნება გიორგი ლორიასა და ნიკა კაჭარავას შემდეგ. 22 წლის ფეხბურთელი პაოკ-ს შარშან დინამო თბილისიდან შეუერთდა და 12 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა. თუმცა, სალონიკელთა სასტარტო შემადგენლობაში სტაბილურად დამკვიდრება ვერ შეძლო.

შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაიას ანორთოსისმა კონფერენსლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა და 2008 წლის შემდეგ პირველად მოხვდა ევროთასის დასკვნით ეტაპზე.

კომენტარები

ბოლო ამბები