Thumbnail
  • ბაიერნი 5:0 ჰერტა 
  • გოლები: 1:0 თომას მიულერი (6), 2:0 ლევანდოვსკი, 3:0 მუსიალა (49), 4:0 ლევანდოვსკი (70), 5:0 ლევანდოვსკი (84)

გერმანიის ბუნდესლიგის მე-3 ტურში მიუნხენის ბაიერნმა "ალიანც არენაზე" 5:0 გაანადგურა ბერლინის ჰერტა, რობერტ ლევანდოვსკიმ დედაქალაქელებს სამი გოლი გაუტანა, ამით პოლონელ ფორვარდს "რეკორდმაისტერის" რიგებში უკვე 300 გოლი დაუგროვდა.

საინტერესო ფაქტები

⚽ მანუელ ნოიერმა ბუნდესლიგაში 205-ედ შეინახა კარი მშრალად.

⚽ "ალიანც არენაზე" მატჩს 25 ათასი ფანი დაესწრო

⚽ რობერტ ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგაში ზედიზედ მე-13 მატჩში გაიტანა.

⚽ რობერტ ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგაში 15 ჰეთ თრიკი შეასრულა

⚽ 27 მატჩია, რაც ბაიერნი ჰერტასთან არ აგებს.

ბაიერნი 5:0 ჰერტა

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - სტანიშიჩი (81. სარი), უპამეკანო (46. ნიანზუ), ზიულე, დევისი - კიმიხი, გორეტცკა - მუსიალა (61. სანე), მიულერი (81. ჩუპო-მოტინგი), გნაბრი (67. კომანი) - ლევანდოვსკი

კომენტარები

ბოლო ამბები